სადამრიგებლო პროგრამა

კვლევა-კვლევის რეფლექსია



სსიპ ხაშურის N 5 საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებლის   
          მარინე ნოზაძის
                 
             

        პრაქტიკული  კვლევა
      სასწავლო პროცესში    მშობელთა ჩართულობის ნაკლებობით  გამოწვეული პრობლემები  და გაუმჯობესების გზები.



2017 წელი


















სარჩევი
1.შესავალი-------------------------------------2
2.ლიტერატურის მიმოხილვა---------------3
3.პრობლემის შერჩევა-------------------------5
4.მეთოდოლოგია------------------------------7
5.კვლევის გეგმა--------------------------------9
6.ინტერვიუ------------------------------------10
7.გამოკითხვის შედეგების ანალიზი--------10
8.მეორადი მონაცემების ანალიზი-----------10
9.მონაცემთა ანალიზი-------------------------11
10.კვლევის მიგნებები-------------------------12
11.ინტერვენციები-----------------------------12
12.ინტერვენციის შეფასება--------------------14
13.დასკვნა---------------------------------------16
14.დანართები------------------------------------17

                
                    შესავალი
        მუდმივი და ეფექტური კომუნიკაცია მოსწავლის მშობელსა და მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლებისა და დისციპლინის გაუმჯობესების აუცილებელი საშუალებაა.
  ყველა ამ ვალდებლების შესრულება ბუნებრივია მოითხოვს მასწავლებლისა და მშობლის მუდმივ კონტაქტს.სკოლაში მიღებულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსწავლის პიროვნულად ჩამოყალიბება,რაშიც გდამწყვეტი როლი სკოლას,პედაგოგებს და კლასის ხელმძღვანელს აკისრია.წარმოდგენილია პრაქტიკული კვლევის ანგარიში.ნაშრომში განხილულია   სასწავლო პროცესში მშობლებისა და მოსწავლეების ურთიერთობით გამოწვეული პრობლემები  და ამ პრობლემების გადასაჭრელი   პროცესები.
ლიტერატურის მიმოხილვა:
                 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით პროექტიხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაშიხორციელდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის დანერგვის ხელშეწყობაა.მოსწავლეთა დიდ ნაწილს რომ სკოლიდან საჭირო ცოდნა ვერ მიაქვს, ამის მიზედად პროფესორი გიორგი გახელაძე მშობლებსა და სკოლას შორის დარღვეულ კომუნიკაციას ასახელებს.ფსიქოლოგები:   თამარ მოსიაშვილი და     ია   აფთარაშვილი   აღნიშნავდნენ ,რომ                                                        რიგ შემთხვევებში ბავშვებში სწავლის პრობლემები უფრო და უფრო ღრმავდება ხოლმე, როდესაც მშობელი დროულად არ არის ინფორმირებული თავისი შვილის სწავლის შედეგების შესახებ და ასევე თავისი შვილის სასკოლო ცხოვრების შესახებ..აქ საუბარია იმ უკუკავშირზე, რაც სასწავლო პროცესში ჩნდება. მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს რაიმე პრობლემა, აქვს სუსტი მხარე და ძლიერი მხარე, თავისთავად ცხადია, როდესაც მასწავლებელს ეს ყველაფერი კარგად აქვს გაანალიზებული, მშობელთან ერთად იგი გეგმავს...
    სკოლა აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს:
ü მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში;
ü მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში;
ü მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი
პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში
      სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ: იღებენ უკეთეს ნიშნებს, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით, კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ და აქვთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა...
როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე.
 მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობებიც აქვს

           აღრიცხეთ მათთან ყოველი შეხვედრა:  სიღრმისეული ჩანაწერი სულაც არ არის აუცილებელი. მხოლოდ თარიღი, მშობლის/მოსწავლის სახელი და მოკლე მიმოხილვა. ეს, შეიძლება, არასოდეს დაგჭირდეთ, მაგრამ, შესაძლოა, ძალიანაც დაგეხმაროთ. მაგალითად, მშობელი შეიძლება გაანაწყენოს თქვენმა გადაწყვეტილებამ ბავშვის კლასში დატოვების, ან დაბალი საბოლოო შეფასების შესახებ. მშობელმა, შეიძლება, ამტკიცოს, რომ მასთან ამ პრობლემაზე არასოდეს გისაუბრიათ. მაგრამ, თუ თქვენ ჩანიშნული გექნებათ, რომ წლის განმავლობაში მას ამ საკითხზე  რამდენჯერმე ესაუბრეთ, მათ შეწიანააღმდეგების საფუძველი აღარ ექნებათ.
წყარო: teaching.about.com.  ფსიქოლოგები: გიორგი გახელაძე, თამარ მოსიაშვილი. ია აფთარაშვილი,ფონდის (UNICEF).
  საკვლევი საკითხი
 დღეს საგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებით პრობლემატურია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე და მისი ზრდა-კლების ხარისხი. ალბათ მრავალი მიზეზი მონაწილეობს იმ ფაქტორების ჩამოყალიბებაში, რამაც, შესაძლოა, მოზარდს სწავლისადმი ინტერესი დაუკარგოს, მაგრამ, ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო რთულდებაე.. გარდატეხის პერიოდში, როდესაც თითოეულ ბავშვში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და პიროვნული ცვლილებები მიმდინარეობს, როცა მოზარდი ცდილობს თვითდამკვიდრებას, ეძებს კავშირებს, დასაყრდენს, უჭირს თვითგამოხატვა, ერიდება, იკეტება, თანდათან მისი ქცევა პრობლემური ხდება და ბუნებრივია, ყოველივე ეს უარყოფითად აისახება სწავლის პროცესზეც. ამ დროს თავს იჩენს აკადემიური მოსწრების დონის მკვეთრი კლება, რომლის პროპორციულადაც იზრდება მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან ურთიერთდადანაშაულება, რეალურად კი აღნიშნული პრობლემის მიზეზი უმეტეს შემთხვევებში უცნობი რჩება. არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გრძელდება და მისი მოგვარების ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა.
საკვლევი საკითხი ფორმულირდა შემდეგნაირად- ,,სადამრიგებლო კლასში (მე-10) მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელებ
პრობლემის  შერჩევა
    პრაქტიკული კვლევა ჩატარდა  N საჯარო სკოლაში შეფასებასთან დაკავშირებით.სკოლას ჰყავს   460 მოსწავლეა.
   კვლევის მიზანია დავადგინოთ, რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის
განათლებასა და განვითარებაში; რა პრეტენზიები აქვთ მშობლებს ბავშვების შეფასებასთან დაკავშირებით.რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო
პროცესში ჩართულობას და. პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს
ჩართული შვილის სასწავლო პროცესში. ასევე განვსაზღვროთ ინტერვენციები, რა
შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული მშობელი
სასწავლო პროცესში და შევაფასოთ დაგეგმილი ინტერვენციების ეფექტურობა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებელი ვალდებულია:
(მუხლი 28)
Ø  გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
Ø  დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
Ø  იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
Ø  რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
Ø  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
Ø  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი
დამრიგებელ;ი ვერ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებეულებებს თუ მშობლის მხრიდანაც არ იქნა მუდმივი მზაობა და კონტაქტი პედაგოგთან
        კლასში პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან. კლასში არსებობდა პრობლემა ,რაც მდგომარეობს შემდეგში: მშობლების პროტესტს იწვევს   მაღალ კლასებში მოსწავლეთა    დაბალი  აკადემიური მოსწრება.(დაბალი ქულები) .მასწავლებლებთან   ინტერვიუების შედეგად დადგინდა ,რომ სკოლა ამ პრობლემის ერთ-ერთ   ძირითად  მიზეზად   ასახელებს მშობლების ნაკლებად ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.ყურადღების მოდუნება.პრობლემის გამომწვევი  ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.მაგ:
Ø  მოსწავლეთ   სიზარმაცე;
Ø  ზედმეტი სიმკაცრე მასწავლებელთა მხრიდან;
Ø  ყურადღების შემცირება მშობელთა მხრიდან.
Ø    მშობელი და მოსწავლე   არ იცნობს  შეფასების   სქემას.
Ø  მშობელი არ არის ჩართული სასაკოლო ცხოვრებაში.
რა შეიძლება იყოს  პრობლემის გამომწვევი მიზეზები?აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა .ასევე პრობლემის ზუსტად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
 რა არის საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-10 კლასში, მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი მიზეზი? კვლევის მთავარ კითხვაში წარმოდგენილი პრობლემის დადგენაში დამეხმარება შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:
· არის თუ არა ჩართული მოსწავლის სწავლის პროცესში მშობელი? ოჯახი?
 · აქვს თუ არ ყველა მოსწავლეს გაკვეთილებზე საკუთარი ცოდნის გამოვლენის თანაბარი შესაძლებლობები?
· გრძნობენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში თავს უსაფრთხოდ?
· იყენებენ თუ არა მასწავლებლები გაკვეთილებზე ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებს?
 · რა განაპირობებს საგნის სიყვარულს?
· უზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ?
 · აცნობენ თუ არა მასწავლებლები მშობლებს განმავითარებელი შეფასების სახით მათი შვილების დამოკიდებულებას სწავლის მიმართ და რამდენად ეფექტურად ახერხებენ ამას? საკვლევი პრობლემის აქტუალურობის დასადგენად გავესაუბრე სხვადასხვა სკოლის საბაზო საფეხურის რამდენიმე მასწავლებელს, მშობელს და მოსწავლეს. ჩავწერე ინტერვიუ, რის შედეგადაც გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მასწავლებელთა ზოგადი მიდგომა სასწავლო პროცესისადმი, ის, რომ: ü ხშირად არ არის დადგენილი მოსწავლეთა საჭიროებები; ü არ ხდება ფოკუსირება პრობლემაზე; ü მასწავლებლების არასწორად ორიენტირებული საქმიანობები ვეღარ ახდენს პოზიტიურ გავლენას მოსწავლეთა შედეგებზე.
. კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო საშუალო საფეხურზე, კერძოდ მე-10 კლასში, მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების განმაპირობებელი ფაქტორები და გამოვნახო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები. 1.6. კვლევის ამოცანები Ø დაკვირვება მე-10 კლასის მოსწავლეთა სწავლება-სწავლის პროცესზე; Ø ფოკუსჯგუფების შექმნა და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება; Ø მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა; Ø მონაცემთა ანალიზი; Ø შედეგების და დასკვნების პრეზენტაცია.
პრაქტიკული კვლევის არსი
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა საშუალო საფეხურზე ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ პრობლემებსა და მისი გაუმჯობესების გზებს. პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. კვლევაში ჩართულ ადამიანთა გუნდურ მუშაობას, მოსაზრებების გაზიარებას, ერთობლივ გადაწყვეტილებებს სასურველი შედეგემის მისაღებად. რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საჯარო სკოლებში საშუალო საფეხური განისაზღვრება მე-10/მე-11.მე-12 კლასის ჩათვლით, ამიტომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სწორედ ამ კლასების მოსწავლეების, მშობლებისა და საგნის პედაგოგების მონაწილეობით განვახორციელე
მეთოდოლოგია
დაიწყო ახალი 2016-2017 სასწავლო წელი
  როგორ დავეხმარე მოსწავლეს  და მშობელს ახალი სასწავლო წლის დადებითი განწყობით დაწყებაში
         არდადეგების შემდგომ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა საკმაოდ რთული პროცესია. ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც გასულ წელს სკოლაში პრობლემები ჰქონდა, ან მოსწავლეს, რომელსაც პრობლემები ჰქონდა არდადეგებზე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გამხნევება და გამოცოცხლება სჭირდება. ასევე, ყველა მოსწავლეს სჭირდება დადებითი განწყობილების შექმნა და მოტივაციის ამაღლება.ამ მიზნით ჩავატარე გამოკითხვა როგორც მოსწავლეებთან ,ასევე მათ მშობლებთან
I აქტივობა - ვინ ვარ მე? ინდივიდუალურობა და მიზანდასახულობა
დაუსვი მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული კითხვები ინდივიდუალურად, შემდეგ ვამუშავე ისინი წყვილებში, რათა კითხვებზე პასუხები ერთმანეთისთვისს გაეზიარებინათ. ასევე   გავმართე დისკუსია. მათ დავაწერინე სამი საუკეთესო პასუხი ყველა შეკითხვაზე.
1.
რა მიქმნის მოტივაციას?
2.
რა არის ჩემი საუკეთესო უნარები?
3.
როგორ ახდენენ გავლენას ჩემი თანატოლები ჩემზე?
4.
როდის და ვისთან ერთად ვიყავი ყველაზე კარგად?5. ვისი დახმარების იმედი მაქვს?
6.
რა და როგორ შემიძლია გავაკეთო რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო?
                ამ აქტივობის შესრულებისას მოსწავლეებმა  საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს.ეს აღოჩნდა ძალაინ კარგი საშუალება მოსწავლეებისათვის, რომ თანატოლების აზრების გაზიარებით დადებითი განწყობა შეიქმნან. ამ პროცესში მასწავლებელმა მოსწავლეების გრძნობების შესახებ ინფორმაციაც მიღო. სასურველია, რომ მოსწავლეებმა არჩევანი არ გააკეთონ იმ პასუხისკენ, რომელიც მასწავლებელს მოეწონება, არამედ ისე, როგორც თავად ფიქრობენ. (ამის შესახებ კი კლასს თავად პედაგოგი აფრთხილებს.)
III
აქტივობა - ჩანაწერების დღიური შეხედულებებისა და განწყობების შესახებ,ამის შემდეგ გავაკეთებინე დღიურები ,სადაც მათ გამოხატეს თავიანთი შეხედულებები.დავალება კი ასეთი იყო,გამოტოვებული ადგილები უნდა შეეცსოთ
მე ვიყავი დაჩვეული... მაგრამ ახლა მე ვარ...
მე ვფიქრობდი... მაგრამ ახლა მე ვფიქრობ...
მე ვაკეთებდი... მაგრამ ახლა მე ვაკეთებ...
      (
და ბოლოს, შეგიძლაით ამ აქტივობებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ და შეამოწმოთ, რამდენად შეიცვალა თქვენი მოსწავლეების შეხედულებები დადებითად ან უარყოფითად.)
ყველა მასწავლებელმა იცის, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება ყველა მოსწავლის მშობელთან აუცილებელია. რადგან მშობელთან კონტაქტით მოსწავლის შესახებ მეტ ინფორმაციას ვიღებთ. სასწავლო წლის დასაწყისში   შევიმუშავე   სადამრიგებლო პროგრამა  და მოვიწვიე მშობლები.გავაცანი ჩემი მუშაობის გეგმა და ერთად დავსახეთ სამომავლოდ როგორ გვემუშავა მოსწავლეთა  მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე
  მშობლებს ვესაუბრე შეფასების რუბრიკებზე .მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თუ რა შედეგზე უნდა გასულიყვნენ  მათი  შვილები.
                            
                                დანართი  1



შესასრულებელი საკითხები
აქტივობები
მიზანი
შესრულების დრო
4.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი.მოსწავლეთა ფსიქოლოგიური პორტრეტი.
მოვახდენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ყოველკვირეულ მონიტორინგს,შევისწავლი მათი მიდრეკილებებსა და ინტერესების სფეროს
სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა
ყოველკვირეულად
.მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
 მოვაწყობ მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრებს, ნებისმიერი წარმატებისა თუ უარყოფითი ქცევის შესახებ ინფორმაციას მივაწვდი მშობლებს,ყოველი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩავრთავ მათ.
დავგეგმავ მშობელთა კრებებს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.კლასის პრობლემების გადაჭრისას ტიურად ვითანამშრომლებ მათთან.დავნერგავ კითხვარს მშობელთათვის.
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით.
სემესტრში ორჯერ, ან საჭიროებისამებრ
         სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა საკმაოდ დაბალი მოსწრება, რის აღმოსაფხვრელადაც   კლასში დავნერგე გარკვეული ღონისძიებები, მიუხედავად ამისა, აუცილებელ ფაქტორად იკვეთება მშობელთა ჩართულობა აღნიშნული საკითხის რეგულირებისათვის.მშობლებს  ვაჩვენე ვიდეო,სადაც ნათლად ჩანს,რომ მშობელთა ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია სკოლის ცხოვრებაში,რაც ასევე დადებითად  აისახება მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე.https://www.youtube.com/watch?v=oF9YYXGb1mY
 ასევე დავამუშავეთ ლიტერატურა:   თომას გორდონის“როგორ გავხდე  კარგი მშობელი“
           საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად   მოვამზადე ანკეტირება, რომლებიც ინდივიდუალურად შეავსეს,  როგორც მოსწავლეებმა,ასევე მშობლება სასწავლო წლის გასაწყისში,რომელმაც   საშუალება მომცა უკეთ გავცნობოდო როგორც მოსწავლეთა,ასევე მშობელთა შეხედულებებსა და  მოთხოვნებს.იქნებ იმალებოდა ისეთი რამ ,რომელიც დამრიგებელმა და თავის მხრივ მშობელმაც არ იცოდა.
                 
         მოსწავლეთა მიდრეკილებების.ოცნებების,უნარების უკეთ გაგების მიზნით შევადგინე კითხვარები მშობლებისთვის .ამ გამოკიღხვამ საშუალება მომცა სხვა კუთხიდან დამენახა მოსწავლე.ერთია როგორ ვხედავ მე მას,მეორე-როგორად მიაჩნია ის მშობელს და სულ სხვაა თვითშეფასება,რომელსაც თვითონ აკეთებს.
მშობლებს უნდა ეპასუხათ შემდეგ კითხვებზე
დანართი  2
კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
ვიცი ჩემი შვილის გაკვეთილების ცხრილი
პირადად  ვიცნობ მის ყველა პედაგოგს
ვატყობინებ დამრიგებელს ბავშვის სკოლაში არყოფნის მიზეზს
დამრიგებელს ვეკონტაქტები თვეში ერთხელ მაინც
დამრიგებელთნ სატელეფონო კონტაქტის ინიციატორი მე ვარ
მაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩემი შვილის აკადემიურიმოსწრებისა და დისწიპლინის შესახებ
ვიცნობ ჩემი შვილის ყველა თანაკლასელსა და მის უშუალო მეგობრებს სკოლაში

   

    ხშირად, დროის სიმცირის გამო, მშობელთან ხშირი კონტაქტი ვერ ხერხდება, ჩავთვალე, რომ  მშობლებისთვის ამ კითხვებით მიმემართა.( შეგიძლიათ, ამ შეკითხვების დასასმელად სატელეფონო ზარი ან ელ.ფოსტა გამოვიყენოთ ).მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, შვილს არ იცოდნებს იმ კუთხით, რა კუთხითაც მასწავლებელი. ამავე დროს, პედაგოგმა იძლება, არ იცოდეს ის ინფორმაცია, რაც მშობელს შეუძლია მიაწოდოს ბავშვის შესახებ.
ვცდილობ ,ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი,არამედ მათი უფროსი მეგობარი.ჩემი წვლილი შევიტანო მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. ამიტომ  შევიმუშავე დაკვირვების სხვადასხვა ფორმები,როგორიცაა
დანართი  3
დამრიგებლის  თვითშეფასების  კითხვარი

რეგულარულად
ხშირად
იშვიათად
არასოდეს
1
ვზრუნავ  ეფექტურ  სასწავლო  გარემოს   შექმნაზე
2
ვაკვირდები    მოსწავლეთა  აკადემიურ    შეფასებას
3
ვაკვირდბი  რამდენად  იცავენ
მოსწავლეები  ქცევის  წესებს
4
ვიზიარებ  მოსწავლეთა  შეხედულებებსა  და  შენიშვნებს
5
ვიკვლევ  კლასში  შექმნილ  პრობლემის  მიზეზებს  და  ვსახავ  გამოსწორების  გზებს
6
ვთანამშრომლობ  მშობლებთან

ü   



7
ვთანამრომლობ  მასწავლებლებთან


               



            














დანართი       4                 

დამრიგებლის  მოსწავლეზე დაკვირვება


მოსწავლის სახელი და გვარი
ავიწყდება სასწავლო ნივთები
აგვიანებს გაკვეთილებზე
სისტემატიურად აცდენს გაკვეთილებს
იცავს სკოლისშინა განაწესს შინაგანაწესს
1.
2.

         საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად მშობლებისა და მოსწავლეების გარდა ჩავწერე   ინტერვიუ  მე-10 კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან.შეხვედრების შედეგდ შევჯერდით,რა არის გასაუმჯობესებელი  და რა შეიძლება იყოს იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
 პედაგოგები შევჯერდით და ჩამოვაყალიბეთ  ის მთავარი პრობლემები, რამ გამოიწვია მე-10 კლასის მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება  და მშობელთა პროტესტი.
კვლევის მთავარ კითხვარში  აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება  შემდეგი ქვეკითხვები:
Ø  რამ გამოიწვია მშობელთა უკმაყოფილება;
Ø  აცნობდნენ თუ არა მასწავლებლები მშობლებს  მოსწავლეთა შეფასებას და იცნობდნენ თუ არა შეფასების სქემას;
Ø  კლასის დამრიგებელი აცნობდა თღუ არა მშობლებს შვილის მდგომარეობას და ეფექტური იყო თუ არა მათთვის ეს უკანასკნელი;
Ø  უზიარებდნენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთს და ასევე კლასის ხელმძღვანელს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
Ø   წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
Ø  ისინი თვლიან რომ ბავშვე ბი უკვე დიდები არიან და აღარ არის აუცილებელი ხშირი კონტაქტი პედაგოგთან და თვითონ ბავშვისაგან იღებენ საკმარის ინფორმაციას.
ვფიქრობ,აღნიშნული კვლევის შედეგად    მშობელთა პროტესტი   სკოლისა და  მასწავლებლებლების  მიმართ  შემცირდება.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავეთ  კვლევის გეგმა
კვლევის გეგმა
კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
·          ინტერვიუები,
·         ფოკუს -ჯგუფი,
·         ფოკუსირებული დაკვირვება
·         კითხვარები
·         გაკვეთილებზე დასწრება
ფოკუსჯგუფი  ჩატარდა  მე-10 კლასის მოსწავლეების მშობლებთან.მისი მიზანი იყო შეფასების სისტემასთან  დაკავშირებით  მათი დამოკიდებულება. ( ვერ ათვითცნობიერებდნენ  შეფასების  სისტემას)
   კითხვარები  მომზადდა  (იხ.დანართი 6.იხ.დანართი 7)  კითხვარი მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის.კითხარები გამიზნული იყო ინდივიდუალურად   ყველა მოსწავლესა და მშობელზე.კითხვარები გავატანეთ სახლში,უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო და დაკვირვებით შეევსოთ.მიმაჩნია,რომ მიღებული კითხვარები  ზოგად წარმოდგენას ქმნის მშობლების დამოკიდებულებისა  და მოსაზრების გასაგებად  როგორ იცნობენ თავიანთ შვილებს და რა არის დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი.
   ინტერვიუმ   სკოლის მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმვესაზღვრა მოსწავლეთა დამოკიდებულება   შეფასების მიმართ. ასევე დაგვეხმარა გაგვერკვია ,რამდენად ნათელი იყო მათთვის შეფასებებიკლასში. შევარჩიე  სხვადასხვა სიძლიერის მოსწავლეები,რომლებთანაც ჩავწერეთ ინტერვიუ.( შეწრჩევა მოხდა მოსწავლეთა შეთანხმებით)
  კითხვარის შევსება  პირისპირ. ინტერვიუს საფუძველზე  მე-10 კლასის დამრიგებლისა და ამ კლასში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარდა.შევავსეთ წინასწარ მომზადებული კითხვარი.ამით შევძელით შეგვეგროვებინა ინფორმაცია.
Ø  იცნობენ  თუ არა მოსწავლეები და მშობლები შეფასების სქემას და კრიტერიუმებს;
Ø  რა სიხშირით აძლევდნენ   მოსწავლეებს  წერით   დავალებებს(საშინაო,საკლასო,შემაჯამებელი .)
Ø  ხდებოდა თუ არა  წერითი დავალებების განხილვა,თუ რატომ მიიღო ესა თუ ის შეფასება მოსწავლემ;
Ø  მოსწავლეთა შედეგი   თუ იყო ცნობილი მშობლისთვის და დამრიგებლისთვის.
ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე.დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესებს.თითოეული მასწავლკებლის/დამრიგებლის  ორ-ორ გაკვეთილს  მასწავლებლის მიერ შეფასებული მოსწავლის ეფექტიანობის დასადგენად.
მეორეადი   მონაცემების ანალიზი- მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს აქამდე არსებული სასკოლო შეფასების სქემისა და კრიტერიუმების შესწავლა.რა ცვლილებები განიცადა დროთა განმვლობაში,   შევაგროვე მე-10 კლასის მასწავლებლების მიერ  შეფასების ნიმუშები,ასევე მასწავლებლების მიერ დაწერილი შეფასებები შეფასების სქემიდან გამომდინარე და დავადგინე კონკრეტულად რა კრიტერიუმებით იყვნენ მოსწავლეები შეფასებულნი.ასევე შეფასებას თუ ქონდა დართული   განმავითარებელი კომენტარები.
     კვლევის მონაწილე მხარეები     და მათი პასუხისმგებლობებ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები :
·         კვლევის ჯგუფის წევრების შერჩევა;
·         კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება( ფოკუსჯგუფი,კითხვარი)
·         გამოკითხვა;
·         გამოკითხვის   შედეგების  ანალიზის;
·         ინტერვენციის დაგეგმვა;
·         ინტერვენციის შედეგების ანალიზი;
·         პროექტის ვადების დაცვა;
·         შედეგების გაცნობა.

აქტივობა
იანვ
თებ
მარტ
აპრ
მაის

პრობლემის
იდენტიფიცირება
ü   





კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა
ü   





კვლევის ჯგუფის  შექმნა;

ü   





კვლევის ჯგუფის წევრთა შეხვედრები

ü   
ü   
ü   
ü   
ü   

მეორადი მონაცემების შეგროვება

ü   




მეორადი მონაცემების ანალიზი

ü   




ფოკუსჯგუფი კვლევის მონაწილეებთან კითხვარის შედგენისათვის

ü   





კითხვარის შედგენა -დამუშავება

ü   




გამოკითხვა


ü   

ü   

მიღებული შედეგების ანალიზი



ü   





სავარაუდო ინტერვენციების განხილვა






ü   


ინტერვენციის
განხორციელება







ü   
ü   
 ინტერვენციის შედეგების ანალიზი








ü   
პრეზენტაცია-შედეგების გაცნობა








ü   

მონაცემთა ანალიზი
   ფოკუსჯგუფის  შედეგების ანალიზისას გამოვლინდა,რომ მშობლების  უმრავლესობა უარყოფითად აფასებდა  მასწავლებელთა მიერ შეფასებას.მათთვის ბუნდოვანი იყო შეფასების არსი.აქვე უნდა აღინიშნოს,რომ მათ სურდათ ბავშვის აკადემიურ  მოსწრებაზე უფრო ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ.ასევე მეორეს მხრივ გამოიკვეთა,რომ მშობლები არასწორად აღიქვამენ ინფორმაციას.მაგალითად ,თუ მოსწავლემ მიიღო დაბალი შეფასება,მშობელი ფიქრობს,რომ მასწავლებელი სუბიექტურია შეფასებისას.
       კითხვარების ანალიზის შევსებისას გამოიკვეთა საინტერესი ტენდენციები.
მშობელთა უმრავლესობა არ იცნობდა შეფასების სქემას და არ იყვნენ   სრულყოფილად ინფორმირებულები ამა თუ იმ მოსწავლის შეფასებაზე,რაც აისახა მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე.
არის  თუ არა  შეფასების სქემა  და კრიტერიუმები ცნობილი მშობლისთვის?
დიახ                       არა               მეტ-ნაკლებად
555
78%






ნახ.1კითხვარის   შედეგები
განსხვავებული შედეგები გამოიკვეთა  მშობელთა კითხვარის ანალიზისას.მათი უმრავლესობა ფიქრობს,რომ  შეფასებასთან ერთად  კომენტარი დაეხმარებათ ბავშვების სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენაში.გამოკითხულთა  70 %  თვლის,რომ  ბავშვის სუსტი მხარეების შესახებ  ინფორმაციის  მიღებაში  სასურველია ქულასთან ერთად  კომენტარის   გაკეთება.ა
·      გეხმარებათ  თუ არა  კომენტარი    ბავშვის აკადემიური მოსწრების განსაზღვრაში?
ü 

70%
დიახ          არა       მეტ-ნაკლებად
 





ნახატი  2   კითხვარის შედეგი
·       ხდებოდა  თუ არა   მოსწავლეთა   შეფასების   განხილვა 
85%
დიახ           არა             მეტ-ნაკლებად
 





ნახათი 3,კითხვარის  შედეგი
     საერთო ანალიზისას გამოიკვეთა,რომ მოსწავლეები უფრო ლმობიერები აღმოჩნდნენ,ვიდრე მშობლები.მოსწავლეებთან ინტერვიუს შედეგების ანალიზისას  გამოიკვეთა,რომ ისინი იცნობენ შეფასების სქემას,მაგრამ თვლიან,რომ კომენტარები    უფრო   ვრცელი უნდა ოყოს,რადგან გამოიკვეთოს მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.                          ზოგჯერ   მასწავლებელთა კომენტარები ზედაპირულია.ასევე აღიარეს,რომ   უფრო ხშირად სიზარმაცე  ძლევს,ამავე დროს ისინი დაბალ საფეხურზე  კარგად სწავლობდნენ , ახლა უკვირთ ასეთი შეფასებები.  თავიანთ ნაკლს ვერ ხედავენ.
კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა  რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნებები:
Ø  გამოცდილების გაზიარება მე-10 კლასის პედაგოგებს შორის;
Ø  შეფასების სქემის ტერმინოლოგია.რაც ბავშვებში გაურკვევლობას იწვევს;
Ø  პედაგოგები ლმობიერად აფასებენ მოსწავლეებს,იმის გამო,რომ მოსწავლეები მტკივნეულად განიცდიან  უარყოფით შეფასებას.პედაგოგები ამტკიცებენ,რომ იყო შემთხვევები,როდესაც მშობელი დასჯის   სხვსადასხვა მეთოდებს იყენებენ   ბავშვების მიმართ  მიღებული დაბალი შეფასებების გამო..დასახელებული იყო ის ფაქტიც,რომ  მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში  ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ ერთსა და იმავე ბავშვთან,რაც მათ შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
Ø  არაეფექტიანი კომენტარები  და შეფასებასთან ერთად კომენტარების შემცირება.
Ø  მშობლები ვერ ერკვევიან შეფასების სქემასა და კრიტერიუმებში.
Ø  მასწავლებელთა და მშობელთა ნაწილი არ იცნობს გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელ აუცილებელ ფაქტორებს და ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკმაოდ დიდი პერიოდი ბავშვის და მომავალი პიროვნების ცხოვრებაში.

შესაძლო ინტერვენციები  
        კვლევის   პროცესში   მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავეთ  სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:
დღიურის წარმოება მოსწავლის მიერ,სადაც აღნიშნული ექნება  ყოველი გამოკითხვის შემდეგ   მასწავლების მიერ დაწერილი შეფასება და კომენტარის გაკეთება.შეფასებისას მასწავლებელი  მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათი მიღწევის დონის შესაფასებლად,არამედ  მათ  დასახმარებლად.მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით  ცდილობს საკუთარი სუსტი და ძლიერი  მხარეების გააზრებას.ამიტომ მნიშვნელოვანია,მსწავლებელი კომენტარებით დაეხმაროს  ბავშვს სწავლის პროცესში.ყოველივე ეს ხელს შეიწყობს სკოლაში მშობელთა  მხრიდან  დაძაბულობის შემცირებას და ზოგადად სკოლაში ჯანსაღი კლიმატის შექმნას.  საკლასო ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება სადაც აუცილებელი იქნებოდა მოსწავლეთა მშობლების ჩართვა.ყოველი ოთხშაბათი გამოვაცხადე მშობლის  დღედ , როცა მშობელი მისთვის მოსახერხებელ დროს მოვა სკოლაში და გაესაუბრება დამრიგებელსა და პედაგოგებს.მოვაწყე ექსკურსია  მშობლების ინიციატივით.მოვიწვიე სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე. ასევე კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მიზეზი საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეების მშობლების, პასიურობისა და დაქვეითებული ინტერესისა შვილების სასკოლო ცხოვრებისადმი,  ამის მიზეზი  კი  არის:
·         მშობლების გადატვირთული დღის რეჟმი
·         ისინი შეჩვეულები იყვნენ, რომ პედაგოგი იყო ინიციატორი მათი შეხვედრებისა.
ინტერვენციის შემდეგ გადაწყდა,რომ აუცილებელი გახდა
Ø  მშობლებისთვის საგნობრივი სტანდართის გაცნობა:
Ø  შეფასების კრიტერიუმების შემუშავება  და გაცნობა, როგორც მოსწავლეებისთვის,ასევე მშობლებისთვისაც.
Ø  თანამშრომლობოს გაღრმავება  მე-10 კლასში შემსვლელ პედაგოგებსა და დამრიგებელს შორის.
Ø  მშობლებისთვის პრეზენტაციის მომზადება თემაზე: ,,11-18 წლის მოზარდის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური განვითარებაü თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საბაზო საფეხურის მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება; ü მასწავლებელთა გადამზადება სწავლების ინოვაციური მეთოდების დასანერგად; ü დისკუსიების ჩატარება მოსწავლეთა ,,მე-კონცეფციისდასადგენად.
განხორციელებული  ცვლილებები
ზემოთ მოცემული  ინტერვენციის   ვარიანტები  განვიხილე   სხვა პედაგოგებთად და ადმისტრაციასთან.მოდელების განხილვის  შემდეგ შევარჩიეთ და განვახორციელეთ  შემდეგი ცვლილებები:
მშობლებისთვის საგნობრივი სტანდარტის გაცნობა.თანამშრომლობის გაღრმავება მე-10 კლასში შემსვლელ  პედაგოგებს შორის,ასევე მშობლებთან  პოზიტიური დამოკიდებულება.მშობლებისთვის შეფასების სქემის გაცნობა.
1.       მე-10 კლასში  შემსვლელმა მასწავლებლებმა განიხილეს  საგნობრივი სტანდარტები,რამაც საშუალება მისცა,როგორ ემუშავათ მოსწავლეებთან.
2.       თანამშრომლობის გაღრმავება  მასწავლებლებსა და დამრიგებელს შორის.მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის  ხშირი გაცვლა.ამიტომ,ერთმანეთის გაზიარების მიზნით მასწავლებლები დაესწრნენ ერთმანეთს გაკვეთილებზე.აღნიშნული აქტივობისას თითოეული პედაგოგი აკვრდებოდა კოლეგის მიერ  მოსწავლის შეფასების პროცესს და აკეთებდა ჩანიშვნებს.გაკვეთილებს ესწრებოდა აგრეთვე დამრიგებელი.ამ აქტივობით  მასწავლებლებმა შეძლეს უკეთ დაენახათ  მსგავსებები და განსხვავებები, დაეახლოვებინათ კრიტერიუმები და გაეაზრებინათ შეფასების პროცესში წარმოქმნილი  სირთულეები.
3.       ჩავატარე დისკუსია თემაზე: ,,ვინ ვარ მე
4.       ჩავატარე კლასის საათები შემდეგ თემებზე:
1. კონფორმიზმი
2. უნდა გვეშინოდეს თუ არა კრიტიკის
3. მიმბაძველობა - კუმირები და თაყვანისმცემლები
4. მეტსახელები - იარლიყები
5. ჩაცმის სტილი - ჩვენი იმიჯი 6. ჩემი არჩევანი
გადაწყდა,რომ მასწავლებელები ერთი თვის განმავლობაში .საგაკვეთილო პროცესში  გამოიყენებდნენ აღნიშნულ ურთიერთშეთანხმებულ  სისტემას და დააკვირდებოდნენ შეფასების პროცესს,ხდებოდა გაკვეთილებზე დასწრება და ფოკუსირებული დაკვირვება.
მშობლებისთვის მოსწავლეთა შეფასების სისტემის გაცნობა:
ჩატარდა შეხვედრები მშობლებთან,რომელზეც  პედაგოგებმა დეტალურად   გააცნეს  მათ მოსწავლეთა შეფასების  პრინციპები,რუბრიკები და კრიტერიუმები.

რეკომენდაციები
  მე-10 კლასის პედაგოგებმა შეიმუშავეს   რეკომენდაციები შეფასების  სისტემის  გასაუმჯობესებლად.
რეკომენდაციები შემდეგნაირად  ჩამოყალიბდა:
1.საჭიროა  თანამშრომლობის გაღრმავება  პედაგოგებს შორის:
Ø  თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის და რეგულარული სამუშო შეხვედრები აზრის გასაზიარებლად;
Ø  შეფასების შეთანხმებულ სისტემაზე შეთანხმება;
Ø  მეტი ყურადღება დაეთმოს არაფორმალურ განათლებას
Ø  მოეწყოს სასწავლო კულტურულ-შემეცნებითი ექსურსიები;
Ø   ჩართულობის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის შემუშავდეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო-აღმზრდელობითი მიდგომები;
Ø   მასწავლებლებმა უზრუნველყონ მოსწავლეებში იმ უნარჩვევებისა და რწმენების ჩამოყალიბება, რომლებიც მათ კონკრეტული ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.
Ø   მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად დაინერგოს წამახალისებელი მექანიზმები.
Ø   ჩამოყალიბდეს ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემა.
Ø   აქტიურად ჩავრთოთ მოსწავლეები სასწავლო პროცესში და მივცეთ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება.
Ø   შევუქმნათ უსაფრთხო სასწავლო გარემო.
                    პედაგოგებსა და დამრიგებელს ქონდეს შეხვედრები მშობლებთან და ეცნობოთ  მოსწავლეთა მდგომარება ეტაპობრივად.
იმის დასადგენად, თუ რამდენად ვახერხებდი ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელებას, ვაწარმოებდი თვითდაკვირვების დღიურს, სადაც პერიოდულად ვინიშნავდი ჩემ მიერ გამოყენებული მეოდებისა და სტრატეგიების ეფექტურობას.
ინტერვენციის შეფასება
ჩვენი შეფასების მიზანს წარმოადგენდა  გაგვეგო:
Ø  რამდენად მარტივი და მოსახერხებელია მასწავლებელთა მიერ  შემუშავებული შეფასების ურთიერთშეთანხმებული სისტემის გამოყენება მოსწავლეთა შეფასებისას.
Ø  იძლევა თუ არა ამგვარი შეფასება ობიექტურობას;
Ø  დაეხმარება თუ არა მოსწავლეს ამგვარი შეფასება ძლიერი და სუსტი   მხარეების განსაზღვრაში;
Ø  დაეხმარება თუ არა მშობელს ასეთი დამოკიდებულება სწორად შეაფასოს ბავშვის სწავლა,რაც საფუძველი იქნება  აღმოფხვრას  მშობელთა პრეტენზიები და სკოლაში შეიქმნას ჯანსაღი გარემო.
რაც შეეხება სტანდარტის გაცნობას მშობლებისთვის ,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო:
·         საგნობრივი სტანდარტისა  და შეფასების სისტემის  ცნობა  დაეხმარა თუ არა მშობლებს უკეთ ჩაწვდომოდნენ ბავშვების აკადემიურ მოსწრებაში და აღარ ქონოდათ პრეტენზიები მასწავლებელთა მიმართ.
·         ასევე მასწავლებელთა  გამოცდილების გაზიარებამ იქონია თუ არა გავლენა,რომ შემდგომ ეტაპზე  მოსწავლეებისთვის გასაგები გახდა  შეფასების  ფორმა.
მასწავლებელთა ინტერვენციის შესაფასებლად
განვახორციელეთ ფოკუსირებული დაკვირვება  გაკვეთილებზე.( თითოეული მასწავლებლის 2-2 გაკვეთილი)აღმოჩნდა,რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი  ამჯერად უფრო ზუსტი და განმავითარებელი  აღმოჩნდა,ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.ასევე მოხდა მოსწავლეთა წერილობითი კომენტარების ანალიზი,რომელიც კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით  გაუმჯობესებული  იყო.თუ სწავლის დასაწყისში კომენტარები მხოლოდ შექებით ან პრობლემის მხოლოდ დასახელებით შემოიფარგლებოდა,ამჯერად მასწავებლის გაკეთებულ კომენტარებში   გვხვდებოდა პრობლემის გადაჭრის გზები.ასევე შეხვედრებისას მშობლისთვის ნათელი გახდა რა გამოუვიდა ბავშვს კარგად.
მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად  ჩავატარეთ  ფოკუსჯგუფი მათთან,რომელზეც გაირკვა,რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ საკუთარი შვილების  შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.რაც შეეხემა   მშობლების  ხშირ  ურთიერთობას  დამრიგებელთან და ზოგადად სასკოლო ცხოვრებასთან  ამან საშუალება მისცა მშობლებს ,რომ უკეთ გაეგოთ შვილების სწავლის მდგომარეობა.
კოლეგებთან თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ ბევრი მანამდე ბუნდოვანი დეტალი ნათელი გახადა და დამეხმარა საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. მშობელთა ჩართულობის ზრდამ შვილის განათლების პროცესში განაპირობა მოსწავლეთა უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, განუვითარა სოციალური უნარები, საკუთარი თავის რწმენა და მათი ქცევა უფრო პოზიტიური გახდა არა მარტო სკოლაში, არამედ სახლშიც, ამავე დროს გაუმჯობესდა დასწრების მაჩვენებელიც. რაც შეეხება ჩემ მიერ მომზადებულ და ჩატარებულ პრეზენტაციებს მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებზე, ვფიქრობ, მშობლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ გარდამავალი ასაკის ბავშვების სწავლება და აღზრდა გაცილებით მეტ სირთულესა და სიძნელესთან არის დაკავშირებული, ვიდრე უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის. მოწიფულობაში გადასვლის პროცესი დაკავშირებულია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობების რღვევასთან, ცხოვრებისა და ქცევის პირობების შეცვლასთან და ამ დროს არასწორია მხოლოდ დამოძღვრა, ყვირილი, დასჯა, მშობელი უნდა გახდეს სწორედ ის ადამიანი, რომელსაც შვილის მოფერება, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა შეუძლია.
  ასევე ჩატარდა   ინტერვიუები სკოლის ადმინისტრაციასთან,რომლის მიზანი იყო დაგვედგინა ,შედიოდა თუ არა ადმინისტრაციაში ინფორმცია მშობლების პროტესტის შესახებ მათი შვილების მიერ მიღებული ქულების გამო.ადმინისტრაციის წევრები  აცხადებენ,რომ ბოლო  ორი თვის განმავლობაში მშობელთა უკ,აყოფილება საგრძნობლად შემცირდა.იმავეს ადასტურებენ კვლევაში ჩართული მასწავლებლები.


დასკვნა
    კვლევამ აჩვენა, რომ სკოლებმა, სადაც მშობელთა ჩართულობის ეფექტური პროგრამები არსებობს, მიიღეს მრავალი პოზიტიური შედეგი, როგორიცაა:

ü მოსწრების გაუმჯობესება;
ü მაღალი დასწრება;
ü მოსწავლეთა კარგი ყოფაქცევა;
ü მშობლების ნდობის ამაღლება სკოლისა და სწავლებისადმი

 სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე    შეგვიძლია დავასკვნათ,რომ საშუალო საფეხურზე   მშობელთა უკმაყოფილების მიზეზი იყო:
ü  მშობელთა ჩართულობის ნაკლებობა   სასკოლო ცხოვრებაში;
ü  არ იცნობდნენ შეფასების სქემას;
ü  შეაფსებასთან  ეართად ( ქულა)კომენტარების დაბალი სიხშირე და კოიმენტარების დაბალი სიხშირე.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა ,რომ მათი უმრავლესობა  შედეგიანი იყო.   გამოვლინდა რამდენიმე სარგებელი: მასწავლებლების ნაწილს გაუჩნდა პასუხისმგებლობის აღების ვალდებულება სწავლება-სწავლის ხარისხზე; მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი გახდნენ; გაიზარდა მშობელთა ჩართულობა. მიმაჩნია, რომ კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ნებისმიერი მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებას





დანართი  6-კითხვარი მშობლებისთვის
   მოგესალმებით,
 საჯარი სკოლის პედაგოგები ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას  შეფასების სისტემის გასაუმჯობესებლად .თქვენი,როგორც მშობლის მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ონფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.რამდენად  იცნობთ თქვენს შვილს: გულახდილები არიან თუ არა,  შეფასებასთან  დაკავშირებით?
o   გულახდილენი არიან
o   არ არიან გულახდილები
o   მეტ-ნაკლებად გულახდილები არიან.
2.იცნობთ თუ არა შეფასების სქემას?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
3.არის თუ არა  მარტივი ენით დაწერილი კომენტარი,რომელსაც თქვენი შვილი იღებს?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
4.  გეხმარებათ კომენტარი ბავშვის აკადემიური დონის განსაზღვრაში?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
5. დამრიგებლისგან ან მასწავლებლებისგან გააქვთ თუ არა  ამომწურავი ინფორმაცია ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
6.  ჩამოთვლილთაგან რომელ საგნებში იღებს  თქვენი შვილი  ქულასთან ერთად კომენტარს?
o   ქართული
o   მათემატიკა
o   რუსული
o   ისტორია
o   ინგლისური
o   სხვა-------------
7.    როგორ  ფიქრობთ, როგორ  უნდა  დაგეხმაროთ  სკოლა  ამ  პრობლემის  მოგვარებაში?
8.თქვენი   სურვილები,მოლოდინები,   რომელიც  გინდათ  კლასის  დამრიგებელმა (სკოლამ)  გაითვალისწინოს   მომავალში?
9.რას შეცვლიდით  შეფასების სისტემაში?
გმადლობთ მონაწილეობისთვის
დანართი 7.      
კითხვარი-მოსწავლეებს
მოგესალმებით,
     საჯარი სკოლის პედაგოგები ვატარებთ პრაქტიკულ კვლევას  შეფასების სისტემის გასაუმჯობესებლად .თქვენი,როგორც მოსწავლის მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის.თქვენგან მიღებული ონფორმაცია ანონიმურია.არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.არიან თუ არა ინფორმირებულები თქვენი მშობლები თქვენს შეფასებაზე?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
2.ჩამოთვლილთაგან რომელ საგნებში  იღებთ  ქულასთან ერთად კომენტარს?
o   ქართული
o   მათემატიკა
o   რუსული
o   ისტორია
o   ინგლისური
o   სხვა----
3. იცნობთ თუ არა შეფასების სქემას  და კრიტერიუმებს?
o    ვიცნობ
o   არ ვიცნობ
o   ნაკლებად ვიცნობ.
4.არის თუ არა მნიშვნელოვანი ქულასთან ერთად კომენტარი?
o   დიახ
o   არა
o   მეტ-ნაკლებად.
5.რას შეცვლიდით შეფასების სისტემასთან დაკავშირებით?
გმადლობთ მონაწილეობისთვის

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინასარიძე . ლობჟანიზე . რატიანი . სამსონია . ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“, ნაწ.2, 2016 . http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2. ლობჟანიძეს. ,,როგორწარვმართოთპედაგოგიურიკვლევები ‘’ ინტერნეტჟურნალი ,,მასწავლებელი“ 2012 . 3 მაისი,http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. გიორგაძემიხ. ,,როგორვომუშაოთპედაგოგიურკვლევებზე?“ /ციფრულირესურსი/ http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4. ზურაბიშვილით. ,,თვისებრივიმეთოდებისოციალურკვლევაშისოციალურსოციალურმეცნიერებათაცენტრი 2006 .
6. წულაძელ. ,,რაოდენობრივიკვლევისმეთოდებისოციალურმეცნიერებებშითბ. 2008.
8. თეოჭყოიძე, რაფაქტორებიუწყობენხელსსწავლისმოტივაციისამაღლებას;
9. თამარკაციტაძე, როგორავიმაღლოთსწავლისმოტივაცია, 2012;
10. ნათიაარაბული, მოტივაციისამაღლებისსაშუალებები, 2013;
11. ირინააბულაძე, მოტივაციათეორიასადაპრაქტიკაში, 2014
12. file:///C:/Users/home/Downloads/PISA2015FT_PAQ_kat-GEO_2.6-FinalApproval%20(2).pdf

                           
ვლევის   რეფლექსია
კვლევისთემა:      სასწავლო პროცესში    მშობელთა ჩართულობის ნაკლებობით  გამოწვეული პრობლემები  და გაუმჯობესების გზები.
კვლევის მიზანია:    დავადგინოთ, რა როლს ასრულებს მშობელი ბავშვის
განათლებასა და განვითარებაში; რ პრეტენზიები აქვთ მშობლებს ბავშვების შეფასებასთან დაკავშირებით.რა ფაქტორები განსაზღვრავს მშობლის სასწავლო
პროცესში ჩართულობას და პირიქით, რა ფაქტორები უშლის ხელს მშობელს - იყოს
ჩართული შვილის სასწავლო პროცესში.
    პრაქტიკული კვლევა ჩატარდა  N საჯარო სკოლაში შეფასებასთან დაკავშირებით.სკოლას ჰყავს   460 მოსწავლეა.
  კლასში პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობს სკოლის საჭიროებიდან.კლასში არსებობდა პრობლემა ,რაც მდგომარეობს შემდეგში:მშობლების პროტესტს იწვევს   მაღალ კლასებში მოსწავლეთა    დაბალი  აკადემიური მოსწრება.(დაბალი ქულები) .მასწავლებლებთან   ინტერვიუების შედეგად დადგინდა ,რომ სკოლა ამ პრობლემის ერთ-ერთ   ძირითად  მიზეზად   ასახელებს მშობლების ნაკლებად ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
         სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს მოსწავლეთა საკმაოდ დაბალი მოსწრებარის აღმოსაფხვრელადაც   კლასში დავნერგე გარკვეული ღონისძიებებიმიუხედავად ამისა, აუცილებელ ფაქტორად იკვეთება მშობელთა ჩართულობა აღნიშნული საკითხის რეგულირებისათვის.მშობლებს  ვაჩვენე ვიდეო,სადაც ნათლად ჩანს,რომ მშობელთა ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია სკოლის ცხოვრებაში,რაც ასევე დადებითად  აისახება მოსწავლის აკადემიურ წარმატებაზე.  https://www.youtube.com/watch?v=oF9YYXGb1mY
 ასევე დავამუშავეთ ლიტერატურა:   თომას გორდონის“როგორ გავხდე  კარგი მშობელი“.
  საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად   მოვამზადე ანკეტირება, მოვამზადე  დამრიგებლის  თვითშეფასების  კითხვარი. განვახოეციელე დამრიგებლის  მოსწავლეზე დაკვირვება   საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად მშობლებისა და მოსწავლეების გარდა ჩავწერე   ინტერვიუ  მე-10 კლასში შემსვლელ მასწავლებლებთან. კვლევის მთავარ კითხვარში  აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში  დაგვეხმარება   ქვეკითხვები (კითხვები ერთვის კვლევას).
   კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე
·          ინტერვიუები,
·         ფოკუს -ჯგუფი,
·         ფოკუსირებული დაკვირვება
·         კითხვარები
·         გაკვეთილებზე დასწრება.
 შეიქმნა ფოკუსჯგუფი,შეხვედრა ჩატარდა  ჩატარდა  მე-10 კლასის მოსწავლეების მშობლებთან.მისი მიზანი იყო შეფასების სისტემასთან  დაკავშირებით  მათი დამოკიდებულება. ( ვერ ათვითცნობიერებდნენ  შეფასების  სისტემას).
ასევე განვახორციელე :ინტერვიუ,გამოკითხვის  შედეგების ანალიზი..მეორადი მონაცემების ანალიზი,მონაცემთა ანალიზი,კვლევის მიგნებები,ინტერვენციები,მოვახდინე  ინტერვენციის შეფასება.დავესწარი გაკვეთილებს.
  კვლევამ აჩვენა, რომ სკოლებმა, სადაც მშობელთა ჩართულობის ეფექტური პროგრამები არსებობს, მიიღეს მრავალი პოზიტიური შედეგი, როგორიცაა:

ü მოსწრების გაუმჯობესება;
ü მაღალი დასწრება;
ü მოსწავლეთა კარგი ყოფაქცევა;
ü მშობლების ნდობის ამაღლება სკოლისა და სწავლებისადმი
   სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე    შეგვიძლია დავასკვნათ,რომ საშუალო საფეხურზე   მშობელთა უკმაყოფილების მიზეზი იყო:
ü  მშობელთა ჩართულობის ნაკლებობა   სასკოლო ცხოვრებაში;
ü  არ იცნობდნენ შეფასების სქემას;
ü  შეაფსებასთან  ეართად ( ქულა)კომენტარების დაბალი სიხშირე და კოიმენტარების დაბალი სიხშირე.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა ,რომ მათი უმრავლესობა  შედეგიანი იყო. 

                                      
                                                          მარინე ნოზაძე
                                           2017 წელი.



Комментариев нет:

Отправить комментарий