სადამრიგებლო პროგრამა

ტრენინგის ანგარიშები-Intel


                                                     ანგარიში
ტრენინგის დაწყება და დამთავრება:   01.12.2013-  24.12.2013 წელი
1.    ტრენინგის შესახებ:
  • ტრენინგის დასახელება: პროექტებით სწავლება - Intel.
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი:
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  9 დღე (36 საათი )

2.    ტრენინგის მიზანი და ამოცანები:  პროექტებით სწავლების მიზანია აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
·         როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
·         პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.
·         რეფლექსია სწავლაზე.
ტრენინგი მოიცავს 8 მოდულს.
მოდული 1. დღე 1-2. პროექტებით სწავლება.
1 მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევაბის განვითარებაში?
·         როგორ გამოვიყენოთ პროექტების სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის?
1 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა.
·         სტატიის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა.
·         ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა.
·         საპროექტო იდეების გენერირება.
·         რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო ვიდეოს ჩვენებით რომელიც პროექტზე დაფუძნებულ საწვლებას ეძღვნებოდა, ვიდეო იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინოვაციური. შემდეგ გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word-ი და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, შესაბამისად ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,  რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტი,  ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ტრენინგის მეორე დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებნა  საპროექტო იდეა რომელსაც გავახორციელბთ უახლოეს მომავალში. მე მოვიფიქრე გავაკეთო პროექტი სახელწოდებით გეორგიევსკის ტრაქტატიდან დღემდე“    IX_____ კლასში.
  ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასტან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია. გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_ სასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად. ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია და მინიმუმ სამ ჯგუფის წევრს დავუწერეთ კომენტარი ბლოგზე.


მოდული 2. დღე 3-4. სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
 მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
·         როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
·         როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?
2 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         სტანდარტის განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
·         მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
·         მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
·         შეფასების მეთოდების და სტრატეგიების განხილვა.
·         სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
მეორე მოდულზე გადასვლის  შემდეგ პროექტის  ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადახედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება სურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“ მსმენელები დაგვყო წყვილებად და თოთოეულ წყვილს მოგვცა შესაბამისი დავალება, ამ აქტივობით ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
ასევე დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
მოდულის ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავს პროექტის მოკლე აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში _სასწავლო პრექტის გეგმა ავტვირთეთ ბლოგზე.
მოდული 3. დღე 5. კავშირები.
3 მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცეცის ხელშეყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით?
3 მოდულის ძირითადი აქტივობები:
მოდულის მიმდინარეობისას:
·         შეივისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
·         შევქმენით ბიბლიოგრაფია.
·         გავეცანით ინტერნეტრესურსებს, რომელთაც გამოიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.
·         შევაფასეთ ინტერნეტრესურსები.
·         გავაუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა.
·         გავაკეთეთ რაფლექსია ბლოგზე.
ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის გავაკეთეთ ბიბლიოგრაფია, Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენთი „გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“ სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო  უფლებები.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება, ასევე ინტერნეტრესურსების სწორად გამოყენება.
გავეცანით მოსწავლეთა კომუნიკაციისათვის ხელშეწყობისთვის ონლაინ პროგრამებს: ელ.ფოსტა, ონლაინჩატი, სწარაფი შეტყობინება, ინტერნეთგაზეთები.
განვიხილეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ონლაინ კოლაბორაციული სასწავლო რესურსები, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ინტერნეტრესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.    
მოდული 4. დღე 5. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
4 მოდულის საკვანძო კითხვები:
·         რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგაგმვაში?
·         პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?
4 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         მონაწილეები შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს: პრეზენტაციებს, პუბლიკაციებს და ბლოგებს.
·         პროექტის გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს.
·         გააკეთებენ რეფლესიას.
მეოთხე მოდულზე მუშაობისას დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშორმის მომზადება, ვმუშაობდით ტექსტურ რედაქტორ Word-ში და საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში,  მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში
მოდული 5. დღე 6. მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.
მოდულის მთავარი კითხვა:
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
·         ერთმანეთს გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
·         დავხვეწავთ შეფასების გეგმებს.
·         შევქმნით შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის.
·         ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში.
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე.
დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა. უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები. დავათვალიერეთ და გავეცანით Viewer -ის სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 6. დღე 7. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
მოდულის საკვანძო კითხვა:
·         როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჯიროებები?
·         როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
·         ერთმანეთს გავუზიარებთ სავარაუდო ნაშრომებს და რუბრიკებს.
·         ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
·         მოვძებნით დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
·         შევქმნით დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ბლოგზე.
დღევანდელ ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი_ პროგრამა Power Point-ში, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში, ტრენერმა გაგცავნო სწავლის სტილისა და  მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, გვაჩვენა საინტერესო პრეზენტაცია, ჯგუფში ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გვთხოვა შეგვეფასებინა საკუთარი პრაქტიკა დიფერენცირებული სწავლების შეთხვევაში, რის შემდეგაც პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწაველეებისათვის საჭირო აქტივობები და რესურსები რაც ხელს შეუწყობს პროექტზე მუშაობის პროცესში მათ  მაქსიმალურ ჩართულობას.
მოდული 7. დღე 8. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
მოდულის საკვანძო სიტყვები:
·         როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
·         როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
მოდულის ამოცანები:
·         როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა.
·         შევქმნით პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ცხრილებსა და ვებრესურსებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
·         მოდიფიცირებას გავუკეთებთ სასწავლო პროექტის გეგმას.
·         შევქმნით მასალებს.
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ნასწავლ მასალაზე.
მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლის შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ, დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთე ფასილიტაციის რესურსი ჩემი მოსწავლეებისათვის power point-ში პრეზენტაციის სახით და შევინახე საქაღალდეში _სასწავლო პროექტის დამხმარე.
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე,  ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 8. დღე 9. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ წარმოვადგინო და მოვამზადო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
·         როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?
მოდულის ამოცანები:
·         მოამზადონ და წარმოადგინონ სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
·         შეაფასონ ინტელის ძირითადი კურსი.
·         მიიღონ კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
3.      ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა გამოქვეყნებული პროექტი ბლოგზე, ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე, ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий