სადამრიგებლო პროგრამა

კონფერენცია,პრეზენტაცია. ილიაა უნივერსიტეტი


                                                        ხაშურის N 5 საჯარო სკოლის ქართული ენსა და                   ლიტერატურის მასწავლებელი  მარინე ნოზაძე
                                                                  ტელ.:599-70-14-93
                                                                      mnozadze1966@gmail.com
            ინტერკულტურის  სწავლების ს პრობლემა  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
               შესავალი
     ინტერკულტურული განათლება უმნიშვნელოვანესია 21- საუკუნეში.ინტერკულტურული განათლების უმთავრესი მიზანია, ყველა მოსწავლემ მიიღოს განათლება და მიაღწიოს აკადემიურ წარმატებას. ადამიანური ურთიერთობების განვითარება, ჰარმონიული თანაცხოვრების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეებში.ინტერკულტურულა გულისხმობს სწავლისა და სწავლების პროცესისადმი ისეთ მიდგომას, რომელიც ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებს . ინტერკულტურული განათლების უმთავრესი მიზანია, ყველა მოსწავლემ მიიღოს განათლება და მიაღწიოს აკადემიურ წარმატებას. ადამიანური ურთიერთობების განვითარება, hარმონიული თანაცხოვრების უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეებსა და სტუდენტებში, უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება - ეს ინტერკულტურული განათლების შედეგებია და არა მისი ამოსავალი მიზანი. ინტერკულტურული განათლების მიზანს წარმოადგენს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობების მოზარდთა წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე პოლიეთნიკურ საზოგადოებაში და ინტერკულტურული პიროვნების ჩამოყალიბება. ინტერკულტურული აღზრდა მოწოდებულია, ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს მსოფლხედვა და ქცევა, რომელიც დაეყრდნობა hუმანურობის, პასუხისმგებლობის, სოლიდარობის, ურთიერთგაგების, დემოკრატიისა და ტოლერანტობის პრინციპებს
     ინტერკულტურული  განვითარების არსი  და პრობლემები
    კულტურათშორის სწავლებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულესინტერკულტურული განათლებისდამოუკიდებელი დისციპლინის არსებობა წარმოადგენს. ერთი მხრივ, ეს სირთულე საინტერესოა, რადგან ჩვენ მეტი თავისუფლება გვეძლევა სიახლეების დასანერგადსასწავლო გეგმებში მრავალფეროვნების და ინტერკულტურული განათლების საკითხები ასახულია მხოლოდ გარკვეულ საგნებში და ყველა საგნისთვის საერთო ინტერკულტურული გამჭოლი ჩარჩო არ არსებობს.მოქმედი მასწავლებლები მოუმზადებელნი არიან ინტერკულტურული სწავლებისთვის.მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამებში ინტერკულტურული განათლების პროგრამები არ არსებობს; პროფესიულ თუ საგნობრივ პროგრამებში ასახული არაა ინტერკულტურული განათლების ასპექტები. მომავალი მასწავლებლების მომზადების პროგრამებში გაუთვალისწინებელია ინტერკულტურული განათლება.ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი არ გულისხმობს ინტერკულტურის სწავლებას,გამონაკლისს მხოლოდ  სამოქალაქო განათლების  საგანი წარმოადგენს,იქაც მხოლოდ თეზისის სახითაა მოცემული,რაც შეუძლებელს ხდის მოსწავლეებისთვის წარმოდგენა რომ მაინც შეექმნათ ინტერკულტურის არსის შესახებ.
    საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ინტერკულტურული განათლების თაობაზე. ზოგჯერ ინტერკულტურული განათლება საზოგადოებაში ანტიპატრიოტულ განათლებასთან ასოცირდება და ინტერკულტურული განათლებისაკენ გადადგმული ნაბიჯები სოციალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის მიმზიდველი.იმისათვის რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ ინტერკულტურის არსი  ამისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა იზრუნოს ორ ძირითად ასპექტზე:1) სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები; 2) მოქმედი და მომავალი მასწავლებლების მომზადება.მოქმედი და მომავალი მასწავლებლების მომზადება არსებითი კომპონენტია ინტერკულტურული განათლების პრინციპების დასანერგად. რაც არ უნდა გამართული იყოს სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები მასწავლებლის როლი მაინც გადამწყვეტია; ამიტომ გამორჩეული ყურადღება უნდა მიექცეს მათ მომზადებას. იგულისხმება როგორც მოქმედი მასწავლებლების გადამზადება, ისე მომავალი მასწავლებლების მომზადება.
  კულტურათშორისი სწავლების საწყისი წერტილი ჩვენი საკუთარი კულტურა და გამოცდილებაა. კულტურათშორის ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეები ყოველთვის ჩვენს კულტურულ ძირებს უკავშირდება. ჩვენ, ყველამ, გავიარეთ პირადი ცხოვრების გზა, რომელმაც ჩვენი დღევანდელი რეალობა განაპირობა. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვიღებთ ცოდნას და ვიძენთ გამოცდილებას. ამდენად, ინტერკულტურული სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების კულტურას, მის განვლილ გზას და მის გამოცდილებას. ადამიანს საკუთარი თავის შესაცნობად აუცილებლად სჭირდება სხვასთან ურთიერთობის გამოცდილება.კულტურათშორის სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანია აღიაროსხვა“.
    რაც შეეხება კულტურის ობიექტურ კომპონენტებს, ის მოიცავს ენას, ტრადიციებსა და რიტუალებს, ტანსაცმელს, საკვებსერთი სიტყვით, ყველაფერ ხილულს, რომელსაც გულისხმობენ კულტურულ განსხვავებებზე საუბრისას
მაინც რა იგულისხმება მულტიკულტურულ განათლებაში?
ამ დარგის  მეცნიერთა განმარტებით: მულტიკულტურული განათლების მთავარ მიზანს არ წარმოადგენს  ადამიანური ურთიერთობების, სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეთა და სტუდენტთა თანაცხოვრების ხელშეწყობა, უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთათვის მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს მულტიკულტურული განათლების შედეგი. მულტიკულტურული განათლების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ყველა მოსწავლის განათლებასა და აკადემიურ მიღწევებს, პირადად მისივე პოტენციალიდან გამომდინარე
        როგორც ზემოთ აღვნიშნე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები  უნდა გადაიდგეს სახელმძღვანელოების შედგენისას,ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ყოველთვის გვჭირდება საზღვარგარეთის მწერალთა შემოქმედება განვიხილოთ და პარალელი გავავლოთ  ჩვენი ქვეყნის ტრადიციებსა თუ ღირებულებებზე.მე ვასწავლი  VIII-X-XI  კლასებს.სახელმძღვანელო შემოიფრგლება  მხოლოდ ქართველ მწერალთა შემოქმედებით.მოსწავლეთა ცოდნა შემოიფარგლება ვიწრო ასპექტში.ამიტომ იძულებული ვარ მოსწავლეები ჩავრთო სხვადასხვა პროექტებში,რომლებიც საშუალებას იძლევა გავეცნოთ სხვა ქვეყნის ღირებულებებსტრადიციებსა  და გავუზიაროთ მათ კულტურული ფასეულობები.მინდა წარმოგიდგინოთ მეტად მნიშვნელოვანი ევროპული პროექტი “ETWINNING.NET”.პროექტში ჩართულნი არიან  X კლასის მოსწავლეები.პროექტის სახელწოდებაა „  ახალგაზრდა   შემოქმედი თაობა“,რაც მიზნად ისახავს  მოსწავლეთა შემოქმედებითობას.იცინი მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს,ასრულებენ ქართულ ცეკვებს.თავად ეს პროექტი ორი ქვეყნის დამეგობრებას გულისხმობა.ჩვენ მეგობრულუურთიერთობა დავამყარეტ თურქეთის ერთ-ერთ ქალაქ ბურსის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან,გვაქვს სკაიპით ურთიერთობა,ჩვენს ელექტრონულ გვერდძე ვტვირთავთ მოსწავლეთა სიმღერისა თუ ცეკვის ვიდეოებს,ფოტოებს.დავამზადეთ და ახლი წელი მივულოცეთ ჩვენს მეგობრებს.გავაცანით ქართული ხალხური საკრავების ისტორია,ასევე ჩვენთვისაც გახდა ცნობილი რა ხალხური  საკრავებია მათთვის მნიშვნელოვანი.მასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზეhttps://twinspace.etwinning.net/32267/home
სადამრიგებლო პროგრამაში შევიტანეწიგნის კვირეული“,შწევარჩიეთ,წავიკითხეთ და გავმართეთ დისკუსია რა მოგვეწონა,რა გაბსხვავები აქვთ და რა დაინახე საერთო ჩვენი ქვეყნის კულტურასთან.
   გარდა ამისა ,მინდა მოგახსენოთ,რომ  ვინაიდან  ინტერკულტურა გულისხმობს ანსხვავებულ კულტურათა ურთიერთგაგება  ჩვენს სკოლაში სწავლობენ ოსი ეროვნების მოსწავლეები,რომელთა ოჯახებს ჯერ კიდევ შემორჩათ ტრადიციები.ამიტომ ქართველი ეროვნების მოსწავლეები პატივს სცემენ მათ ტრადიციებს,.
       პრობლემის გადაჭრის გზები:
   ჩემი აზრით,თემები და მეთოდები ისე უნდა შეირჩეს,რომ ბავშვში კი არ უნდა დაიკარგოს,არამედ გაღრმავდეს სიახლისადმი მისი ინტერესი.სწავლის პროცესსინუნდა მოხდეს მოსწავლის სენსიბილიზებანაცნობისდაუცხოსმიმართ.
სასწავლო მასალა ისე უნდა შეირჩეს,რომ ბავშვმა შეძლოს
1)აღმოაჩინოსნაცნობში“ „უცხომხარეებიბდაუცხოში“ :ნაცნობიმხარეები.

ამიტომ   სახელმძღვანელოების შედგენისას ყურადღება გაამახვილონ საზღვარგარეთის მწერალთა შემოქმედებაზე,ქართველი მწერლების შემოქმედებასთან ერთად მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ  გაეცნონ სხვა ქვეყნის ტრადიციებს,ღირებულებებსა და კულტურას,












         



Комментариев нет:

Отправить комментарий