სადამრიგებლო პროგრამა

ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა. შემაჯამებელი გაკვეთილი.(საქართველოს ორიენტაციის საკითხი)
სწავლების საფეხური/
საშუალო
IX კლასი

დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
ქართული  ენა და ლიტერატურა  მარინა ნოზაძე,
ისტორია მზია ხერხეულიძე
მოსწავლეთა რაოდენობა

18
სპეციალური საჭიროების
მქონე მოსწავლე
არ მყაავს

















აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრება თემატური მასალის შესაბამისად:
გაარკვიონ თუ როგორ აისახა ქართველი მწერალის შემოქმედებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის თემა;
ისწავლონ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა რესურსებიდან, ტექსტიდან ამოკრიბონ კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ციტატები, ამოიცნონ ქვეტექსტური ინფორმაციები და იმსჯელონ ქვეტექსტების ახსნის საკუთარ ვერსიაზე;
დააკავშირონ მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტსა და თანამედროვეობასთან, გაარკვიონ, რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს;
გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, დახვეწონ მეტყველების კულტურა, შემოიფარგლონ კონკრეტული თემით, ისწავლონ საკუთარი მოსაზრების დაცვა და სხვისი აზრის პატივისცემა.
გაკვეთილის ბოლოს შეძლონ ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება.
მისი დაკავშირება ისტორიულ რეალობასთან და იმსჯელონ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პირების გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისათვის;
ისაუბრონ იმ აგრესიაზე, რომელსაც რუსეთი გამუდმებით ახორციელებდა და ახორციელებს ჩვენს მიწაწყალზე;
გააცნობიერონ, რომ ქართველ ერს იმ დროს სარწმუნოების დაკარგვასთან ერთად ეროვნულობის დაკარგვაც მოელოდა და ერეკლე II მძიმე არჩევანის წინაშე იდგა მაშინ, როცა ქართველობა ზნეობრივად და სულიერად დაცემული იყო, დავიწყებოდათ ქრისტიანული მცნებები, კაცთმოყვარეობა, ჰუმანიზმი, რომლის გარეშეც საქართველოს პროგრესული განვითარება და თავისუფლება წარმოუდგენელი იყო და სწორედ ამან გადააწყვეტინა ერეკლე მეფეს, გაეკთებინა არჩევანი რუსეთზ
















ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში.
შედეგი: მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა, იყენებს ფაქტებს, ციტატებს პოემიდან და სხვადასხვა წყაროებიდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.
2.
კამათის დროს მიმართავს შესაბამის ტაქტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს.
შედეგი: არ არის ზედმეტად კატეგორიული, აკონტროლებს საკუთარ ხმას, ჟესტიკულაციას.
5.
მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.
შედეგი: ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე.
აანალიზებს ფაქტებს, რამაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
7.
განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას.
შედეგი: ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას. ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტის ახსნის საკუთარი ვერსია.
8. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პოემისადმი.
შედეგი: საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა.
9.
აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს /მოჰყავს ამონარიდები პოემიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად/.
მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა ნაწარმოებში.
10.
იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
შედეგი: კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის.
მოინიშნავს და ამოიწერს პოემიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.
ისტორიის  მასწავლებელი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღ­წევი შედეგი.
მოსწავლე:
  • გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას (ან გვაძლევს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის ან პიროვნების) განსხვავებულ შეფასებას. მსჯელობს იმ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის გან­სხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა.
  • ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვ­ნებაზე) ისტორიკოსების განსხვავებულ თვალსაზრისს, აფასებს და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ.
  • მოსწავლე გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტო­რებს. მსჯელობს კონკრეტულ საგარეო ფაქტორებზე, რომლებმაც იმოქმედა საქართველოს შემდგომ განვი­თარებაზე. (მაგ: 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამ გამოიწვია რუსეთის პოზიციების განმტკიცება საქართველოში, რასაც შემდგომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია მოჰყვა).
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავ­ლენას ქვეყნის საშინაო ფაქტორებზე. (მაგ: ირან-ოს­მალეთისა და რუსეთის მცდელობა და ზრახვები სა­ქართველოში გაბატონებისათვის, ინგლის-საფრანგეთის პოზიცია არსებულ ვითარებაში.









თანმიმდევრობა
გაკვეთილის ძირითადი თემაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისა და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აქტუალურად მივიჩნიეთ ამ თემის გაშუქება წარსულთან კავშირის ჭრილში.
გაკვეთილის ძირითადი მიმართულება იქნება ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა.
გაკვეთილი ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სოციალური უნარის /მოსმენის, არგუმენტის წარმოდგენის, დიალოგის, კამათის, დარწმუნების/ განვითარებას, გამოავლენს თითოეული მათგანის შემოქმედებით უნარ-ჩვევებს.
ვიდეო-კოლაჟის  ჩვენების  შემდეგ  მასწავლებელი მოკლედ  მიმოიხილავს  მე-18 საუკუნის  80-იანი წლების საქართველოს  საგარეო და საშინაო  მდგომარეობას; აღნიშნავს, რომ საქართველოს ან შაჰის სპარსეთი  თუ სულთანის  თურქეთი  შთანთქავდა, ან რუსეთის პროტექტორატის ქვეშ უნდა შესულიყო.
ერეკლე მეორემ  გადაწყვიტა  რუსეთისათვის  ეთხოვა მფარველობა. ეს  აქტი  მეფისათვის  ისტორიული აუცილებლობით  გამოწვეული  ტრაგიკული  ხვედრი იყო, რადგან  ჩვენმა  ქვეყანამ  ამით  დამოუკიდებლობა დაკარგა. ის, რაც ვერ მოახერხეს სპარსეთმა და ოსმალეთმა ხმლით, მოხერხებულად და მშვიდობიანად გამოუვიდა რუსეთს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა სწორედ ამ თემას ეძღვნება. პოეტს იმდენად აწუხებს საქართველოს ბედი, რომ მან  განზრახ  პოემაში გადმოწია  ისტორიული  ფაქტი  და  ტრაქტატის  დადება კრწანისის  ომის შემდეგ გადააწყვეტინა მეფე ერეკლეს.
მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ მიცემული დავალება, ჩამოეყალიბებინათ თვალსაზრისი . ბარათაშვილის მრწამსის ანუ საქართველოს ბედის განჩინების შესახებ.
მსჯელობის დროს პასუხი უნდა გაეცათ კითხვებზე: ქართულილიტერატურა:
1.რატომ ანიჭებდაერეკლე დიდ მნიშვნელობას ამ ბრძოლას?
2.ერეკლე მეფის რა თვისებებზე ამახვილებს მწერალი ყურადღებას.
3.რა დამოკიდებულება შეიმჩნევა მეფესა ადა  მეომრებს შორის.
4.ვინ არის  სოლომონი ისტორიული თუ მწერლის მიერ შექმნილი პიროვნება?
5.რა რეაქცია ქონდა სოლომონს როდესაც ერეკლეს აზრი მოისმინა?
6.როგორ წარმოგვიდგინა მწერალმა სოფიო?
7.თქვენი დამოკიდებულება სოფიოს მიმართ როგორია?
8.თქვენი აზრით ერეკლე მეფეს სარწმუნეობის გარდა იქნებ ქონდა სხვა არგუმენტი,რომ ეს ნაბიჯი გადაედგა,გადავხედოთ მე–18 საუკუნის საქართველი–რუსეთის დამოკიდებულებას,ამ საკითხზე ალბათ ისტორია უფრო ამომწურავ პასუხს მოგვცემს.
 ისტორია:
1. რა არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ერი მე-18 საუკუნის ბოლო წლებში?
2.
ჰქონდა თუ არა რაიმე  პესიმისტური საფუძველი საქართველოს მომავალის ხედვას?
3.
რა საფრთხეს უქადდა საქართველოს რუსეთის მუდმივი აგრესიული პოლიტიკა მე-18 საუკუნიდან დღემდე?
4.
რა როლი ენიჭება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სახელმწიფოს მმართველი იღებს ქვეყნის ძლიერების განმტკიცებისათვის?
კითხვებზე პასუხის შემდეგ კლასს ეძლევა სადისკუსიო თემა:
დღევანდელი  გადმოსახედიდან  როგორ შეაფასებდით ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას, იყო ეს შეცდომა თუ ისტორიული გარდაუვალობა?
თითოეულ მოსწავლეს  ევალება  აზრი  გამოთქვან მოკლედ  და  ლაკონურად.
საშინაო  დავალება:  ესე ,,როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს მომავალი ,,
ამის შემდეგ ხდება გაკვეთილის შეჯამება.
დროის განაწილება:
1. ვიდეოკოლაჟი - 5 წუთი;
2. საუბარი - 10 წუთი;
3. დისკუსია - 20 წუთი;
4. დავალება - 2 წუთი;
5. შეფასება - 5 წუთი;

საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
წიგნები, დაფა, ფოტოსურათების ალბომი, კომპიუტერი ერთი, პროექტორი.




                          ინტეგრირებული  გაკვეთილის  გეგმის  რეფლექსია
კლასი--- მესამე საფეხური.X კლასი
საგანი-- ქართული ენა და ლიტერატურა.ისტორია
სტანდარტთან შესაბამისობა:ზეპირმეტყველება : ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო  დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
კითხვა: ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება.
  ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, და ქვეტექსტური ინფორმაცია.
  
    x.9აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და   თანამედროებასთან[მსჯელობს იმის შესახებ,თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები.
     x.15გადმოსცემს წაკითხული აზრის შთაბეჭდილებას,წარმოადგენსპრობლემას,რომელიც დაინახა ნაწარმოებში.გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
      x.16წინასწარ აგროვებს მასალას[ციტატები ნაწარმოებიდან,ისტორიული ფაქტები]
        წერა : ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება,ესე  სხვადასხვა მიზნით  და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
მიზანი: მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრება თემატური მასალის შესაბამისად:
   გაარკვიონ თუ როგორ აისახა ქართველი მწერალის შემოქმედებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის თემა;
   ისწავლონ ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა რესურსებიდან, ტექსტიდან ამოკრიბონ კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ციტატები, ამოიცნონ ქვეტექსტური ინფორმაციები და იმსჯელონ ქვეტექსტების ახსნის საკუთარ ვერსიაზე;
   დააკავშირონ მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტსა და თანამედროვეობასთან, გაარკვიონ, რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს;
    გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, დახვეწონ მეტყველების კულტურა, შემოიფარგლონ კონკრეტული თემით, ისწავლონ საკუთარი მოსაზრების დაცვა და სხვისი აზრის პატივისცემა.
გაკვეთილის გეგმა: .ბარათაშვილიბედი ქართლისაშემაჯამებელი გაკვეთილი
წინარე ცოდნა:   იციან ტექსტი. გამყარებული აქვთ ორივე პერსონაჟის შეხედულება   მოსწავლეებმა იციან მე-18 -ის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და ერეკლე მეფის ბიოგრაფია გაცნობით და გააზრებით, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულების შეფასებით, ავტორის პოზიციის გამორკვევით, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ გაარკვიონ საქართველოს ორიენტაციის საკითხი, დაუკავშირონ დღევანდელობას და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ამ პრობლემის გადაჭრისადმი. (თემისა და იდეის განსაზღვრა; ნაწარმოების მთავარი იდეის დაკავშირება ეპოქის პრობლემატიკასთან).
       განსაკუთრებული უნარები: მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი ინტერესების გამოკვეთისა და მეცნიერული მუშაობისათვის საჭირო კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის წინაშე საკუთარი ნაშრომის წარდგენის.საკუთარი მოსაზრების დაცვა და სხვისი აზრის პატივისცემა.
ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია-მუშაობა მიზნად ისახავს ინფორმაციის მოპოვების ორგანიზების, კვლევისა და გამოყენების შესწავლით მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის ,ურთიერთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას; აგრეთვე დისკუსიის კორექტულად წარმართვას, კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინებასა და კონტრარგუმენტების მომზადებას, განსხვავება ფაქტსა და მოსაზრებას შორის.  
დააკავშირონ მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ კონტექსტსა
სწავლების სტრატეგიები: კითხვა-პასუხი.დისკუსია
გაკვეთილის სცენარი:მოტივაციის  შექმნის მიზნით  ვაჩვენებ ვიდეოკოლაჟს)კრწანისის ბრძოლა .
შემდეგ ტექსტიდან დავსვამ კითხვებს (ქართული ლიტერატურის მასწავლებელი)
                პერიოდის    მიმოხილვა  ისტორიის მასწავლებლის მინილექცია. მუშაობა მთელ 
          კლასთან
              1. რა არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ერი მე-18 საუკუნის ბოლო წლებში?
           2. ჰქონდა თუ არა რაიმე  პესიმისტური საფუძველი საქართველოს მომავალის ხედვას?
           3. რა საფრთხეს უქადდა საქართველოს რუსეთის მუდმივი აგრესიული პოლიტიკა მე-18   საუკუნიდან დღემდე?
           4. რა როლი ენიჭება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სახელმწიფოს მმართველი   იღებს ქვეყნის ძლიერების განმტკიცებისათვის?
         კითხვებზე პასუხის შემდეგ კლასს ეძლევა სადისკუსიო თემა:
    დღევანდელი  გადმოსახედიდან  როგორ შეაფასებდით ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას, იყო ეს      შეცდომა თუ ისტორიული გარდაუვალობა?
               თითოეულ მოსწავლეს ევალება აზრი გამოთქვან მოკლედ და ლაკონურად.
იმართება დისკუსია
საშინაო დავალება: ესე როგორ  წარმოგიდგენიათ  საქართველოს მომავალი“.
გაკვეთილის ბოლოს ვსვამ კითხვებს:მოგეწონათ თუ არა გაკვეთილი და რა იყო ყველაზე საინტერესო?
   მოსწავლეთა შეფასება -მონიტორზე წარმოვადგენ   შეფასების სქემას.  თითოეული მოსწავლისათვის უფრო თვალსაჩინო იქნება შეფასება.
გაკვეთილის შედეგი: მივაღწიე გეგმით განსაზღვრულ შედეგებს,მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის გამოყენება,მოიძიეს ყველა საჭირო ინფორმაცია,მსჯელობისას იყენებდნენ ტექსტიდან ციტატებს,
შეძლეს დაკავშირება ისტორიულ ფაქტებთან.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთენ საგაკვეთილო პროცესში.მათ  განუვითარდათ:კვლევა-ძიების,არგუმენტირებული და კონტრარგუმენტირებული მსჯელობის,პრობლემის გამოკვეთისა და გადაჭრის უნარი,სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
 კითხვა-პასუხის საშუალებით მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს საკუთარი ცოდნა,ასევე მოსწონთ ჯგუფური მუსაობა,მაგრამ განსაკუთრებით დისკუსია,როდესაც მათ უხდებათ საკუთარი აზრის წარმოჩენის საშუალება.







Комментариев нет:

Отправить комментарий