სადამრიგებლო პროგრამა

ტრენინგები

სამუზეუმო მასალების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტიანობის ამაღლებისათვის.
ტრენინგი ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის
2018 წლის 26-27ივლისს.
ტრენერი ქალბატონი ხათუნა ბურჭულაძე


ტრენინგის მიზნები:
მონაწილეები:
გაცნობიან მუზეუმების შესაძლებლობებს და შეძლებენ სამუზეუმო რესურსების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების და საგნის სწავლების ეფექტიანობის ამაღლებისათვის;
შეძლებენ მუზეუმებში სასწავლო ექსკურსიებისა და სასწავლო პროექტების დაგეგმვას სამუზეუმო მასალების გამოყენებით;
გამოიყენებენ სამუზეუმო მასალებს სასწავლო რესურსების შესაქმნელად.











                                                                 ტრენინგი
2018 წლის 5-8 სექტემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "სკოლებში ბულინგისპრევენცია და ტოლერანტულუ კულტურის განვიტარების ხელშეწყობა"
ტრენინგის მიზანი იყო:
პედაგოგები გავცნობოდით
1.სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის მნიშვნელობა ;
2.სკოლასა და საკლასო ოთახში ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწმყობი ფაქტორები და აქტივობები;
3.ბულინგისა პრევენციისათვის საკლასო ოთახში .სკოლასა და საზოგადოებაში საინტერესო მიდგომების დანერგვა.
ტრენინგი ჩატარდა ხაშურის N 7 საჯაროსკოლაში.
ტრენერი ნინო კაპანაძე.




















                                                        ტრენინგი
 2019 წლის  11-12-13-14 იანვარს ხაშურის N 6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე :ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

ტრენინგის მიზანი იყო: საგაკვეთილო პროცესში მრავაალფეროვანი ონლაინ ისტრუმენტების გამოყენება.
  ´  მკითხველის თეატრი“ ზეპირმეტყველების უნართან ერთად ხელს უწყობს გააზრებული კითხვის უნარის განვითარებას. ის ააქტიურებს მასწავლებლების გამოცდილებას.
´  youtube-დან ფილმის მონახვა;
´  Moviemaker-ით ვიდეოს შექმნა და დამუშავება;
´  ტიტრების დადება;
´   ფილმისა და ნაწარმოების ტექსტის შედარება.
´  youtube-დან ფილმის მონახვა და გადმოწერა?
´    Moviemaker-ით ვიდეოს შექმნა და დამუშავება?
´  Youtube-ზე მონახეთ თქვენთვის სასურველი ვიდეო;
´  გადმოსაწერად ლინკის პანელზე WWW. -ის შემდეგ ჩაწერეთ SS და დააკლიკეთ enter- ;
´  შემდეგ გამოდის ჩამოტვირთვის ფანჯარა (Download), რომელზეც დაკლიკების შემდეგ ჩამოიტვირთება ვიდეო;
თუ გსურთ ვიდეოს მხოლოდ აუდიო ვერსია ჩამოტვირთოთ მაშინ დააკლიკეთ ღილაკზე HD /MP3.
სხვადასხვა ეფექტის შექმნის საშუალებები Powerpoint-ის გამოყენებით
როგორ შეიძლება პროგრამა შეიძლება Powerpoint ამოვიყენოთ იმისათვის, რომ აქტივობა გავხადოთ ინტერაქტიური?
მაგალითად, ამ პროგრამის შესაძლებლობები გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდის - „არეული თანმიმდევრობა“ - განსახორცილებელად
   ტრენინგი საინტერესოდ და მოტივირებულად დაიწყო,რამაც ხელი შეგვიწყო ენერგიულად და მონდომებით გვემუშავა პედაგოგებს,ყოველივე ამას კი ხელი შეუწყო ტრენერის ქალბატონ ნათია ნაფეტვარიძის მიერ საინტერესოდ დაწყებულმა ტრენინგმა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.
 ვიმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში,ჩვენთვის გაურკვეველ შეკითხვებს ამომწურავად პასუხობდა ტრენერი.გვქონდა საშინაო დავალებები,რაც ხელს უწყობდა საკითხის უკეთ გაგებას.
 ერთ-ერთი აქტივობა იყო რესურსზე მუშაობა
ფილმ „კაცია-ადამიანის?!, ნაწყვეტიდან ამზადებენ რესურსს:
´  ამოჭრიან სახლ-კარის კადრებს;
´  უკეთებენ სათაურსა და დასასრულს;
´  არჩეულ კადრებს ადებენ ტიტრებს (შეიძლება გაჩნდეს სხვა იდეებიც)

 და დეტალებზე დაკვირვებით ადარებენ ფილმის კადრებს ტექსტში აღწერილ ეზოსა და სახლის ინტერიერს
 4 დღიანი დატვირთული ტრენინგიდან ახალი იდეებით დახუნძლული დავბრუნდი.











ტრენინგი
2019 წლის 26 -27 იანვარს ხაშურის N 6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:"მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები"ტრენერი ბატონი ევგენია გუგულაშვილი.
ტრენინგის მიზანი:1,მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება საგაკვეთილო პროცესში;
ა) მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები.
ბ) თავისებურებების კვლევის ისტრუმენტების  გამოყენება;
გ)მოსწავლეთა  თავისებურებების გათვალისწინებით დიფერენცირებილი მიდგომების შემუშავება.
2.მოსწავლეთა მოტივაციის როლი სწავლების პროცესში.
ა) მოტივაციის ამაღლების სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენება.
3) სწავლების პროცესში კონსტრუქტივისტური თეორიების გათვალისწინება და მოსწავლეთა წინარე ცოდნის .გამოცდილებისა და ეხედულებების გათვალისწინების მნიშვნელობა.
4.მოსწავლეებისთვის მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელი დავალებების შეთავაზება.







Комментариев нет:

Отправить комментарий