სადამრიგებლო პროგრამა

მოსწავლეთა ნამუშევრები










































       წერილი მეგობარს 45 წლის შემდეგ                     
ჩემო ძვირფასო მეგობარო მარიამ, როგორ ხარ? ძალიან მომენატრე,მართალია 45 წელი გავიდა მას შემდეგ რაც იტალიაში წახვედი და დამტოვე მაგრამ მაინც არ დამვიწყებიხარ, ვიცი არც შენ დაგავიწყდებოდი. მახსოვს როცა თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ დამიძახე რომ არასოდეს დამივიწყებდი და ყოველთვის გემახსოვრებოდი, მეკი მინდოდა მეთქვა არც მე დაგივიწყებ მეთქი მაგრამ ამ დროს თვითმფრინავი ცაში აიჭრა და თქმა ვერ მოვასწარი. ახლა როცა მოვხუცდი და სიკვდილი მომიახლოვდა გადავწყვიტე შენთვის წერილი მომეწერა. ალბად გაინტერესებს რატომ მოგწერე 45 წლის შემდეგ, გეტყვი! რამდენიმე დღის წინ პარკში სასეირნოდ გავედი და ორი გოგონა დავინახე. ერთი ჩემსავით წითური და მწვანეთვალება იყო, მეორე კი შენსავით წაბლისფერი თმით და ცისფერი თვალებით. ხელში წიგნები ეჭირათ და მათი შემხედვარე ჩვენი ბავშვობა გამახსენდა, ერთად რომ მივდიოდით ბიბლიოთეკაში, როდესაც მე სულ ვწუწუნობდი მეზარება მეთქი, მაგრამ შენს დაჟინებულ თხოვნას ვუჯერებდი და მაინც მოგყვებოდი. მთელმა განვლილმა წლებმა თვალწინ გამირბინა, გამახსენდა სკოლა გვერიგვერდ რომ ვიჯექით, მთელი გაკვეთილი გაუჩერებლად რომ ვიცინოდით და ვლაპარაკობდით,  ერთმანეთს ჩვენს დარდსა და სიხარულს რომ ვუზიარებდით, შეგვედზლო მთელი დგე გვესაუბრა ჩვენს მხიარულ მარინა მასწავლებელზე რომელიც სულ რჩევა დარიგებებს გვაძლევდა. შენი იუმორი და სიცილი არასოდეს დამავიწყდება შენი ხმა ახლაც ყურში ჩამესმის ძვირფასო მარიამ.      

       იმედია კარგად ხარ, ალბად ოჯახიც შექმენი და შვილები და შვილიშვილებიც გყავს. მეც გავთხოვდი, ალბად გახსოვს ჩემი სურვილი, რომ მინდოდა ტყუპი ბიჭები მყოლოდა ეს სურვილი ამისრულდა. ტყუპი ბოჭები მყავს და ერთი გოგო. გოგოს მარიამი დავარქვი შენს საპატივცემულოდ. მას რომ ვხედავ თვალწინ შენ წარმომიდგები ხოლმე. მინდოდა მისი ნათლია შენ ყოფილიყავი მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ დაბრუნებულხარ მეკი შენი ადგილსამყოფელი არ ვიცოდი რომ დაგკავშირებოდი. ახლა უკვე შვილიშვილებიც მყავს  და ბედნიერი ვარ მაგრამ სრული ბედნიერებისთვის საჭიროა შენც აქ მყავდე. იმედია შენც ბედნიერი ხარ და შენც კარგი ოჯახი გაქვს. ახლა დაგემშვიდობები თავს აღრ მოგაწყენ. როცა წერილს მიიღებ გთხოვ მაშინვე მომწერე რადგან სულმოუთმენლად ველი შენს წერილს, მინდა მალე გავიგო შენი ამბები. სიყვარულით შენი ერთული მეგობარი თამო. 
                             IX კლასის მოსწავლე თამილა მჭედლიძე




Комментариев нет:

Отправить комментарий