სადამრიგებლო პროგრამა

სადამრიგებლო პროგრამა


       სადამრიგებლო საათის პროგრამა

 ხაშურის    N 5 საჯარო სკოლა
  X კლასი
დამრიგებელი  მარინა ნოზაძე

2016-2017 სასწავლო წელი


პრინციპები, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული დოკუმენტი

აღზრდის მთლიანობა

შემოქმედიაქტიური პიროვნების აღზრდა

მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა

თანამშრომლობის პრინციპი

ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი
,
მუხლი 6. დამრიგებელი
1.        საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.        დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.        დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილისხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოსმოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.        დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.



2 комментария:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. მომწონს თქვენი პორტფოლიო,ყველაფერი კარგად გაქვთ აღნუსხული და ჩამოყალიბებული,მეც ბევრ რამეში დამეხმარება.გმადლობთ ამისთვის!

    ОтветитьУдалить