სადამრიგებლო პროგრამა

პროექტები

პროექტი '' გეორგიევსკის ტრაქტატი ''

პროექტი დიმიტრი ყიფიანი"გმირებს დავიწყება არ უწერიათ"



                         

     პროექტი წიგნიერების განვითარება

პროექტის სახელწოდება:მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარება
მიზანი: მოზარდებში  კითხვის მოტივაციის ამაღლება და ლტოლვა . განუვითარდეთ მათ კრეატიული აზროვნებისა და კრიტიკული კითხვის უნარი.შემოქმედებითი უნარი.
პროექტის მთავარი იდე:საინფორმაციო ტექნოლოგიების ხანაში მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონისა და ლიტერატურისადმი უინტერესო
სამიზნე ჯგუფი :  X კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  19 მოსწავლე.
.პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი-თებერვალი
.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, კედლის გაზეთი,რომელშიც მოთავსდება შთაბეჭდილებები და  ესეები.
 რესურსი: საკანცელარიო ნივთები
     (
თაბახის ფურცლები და კალმები, ფერადი ფანქრები, წებო, მუყაო…) კომპიუტერი, პრინტერი,    სკანერი, პროექტორი,
ინტერნეტი, ქალაქში გადასაადგილებლად საჭირო ტრანსპორტი.
კურსის მოკლე აღწერილობა:  საინფორმაციო ტექნოლოგიების ხანაში მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონისა და ლიტერატურისადმი უინტერესო დამოკიდებულების პრობლემის გადაჭრის  გზების მოძიება და პრაქტიკაში დანერგვა.
ნაბიჯი1: მასწავლებელი მათთთვის სასურველ თემას (წიგნი) გონებრივი იერიშის მეთოდით აცნობს მოსწავლეებს;
მასწავლებელი ბავშვებთან გამართავს  მინილექციას და წარუდგენს სახალისო პრეზენტაციას წიგნისშესახებ სახელწოდებით იცით, თუ არა, რომ…”  (ნაწილი I: უძველესი წიგნები,
საწერი მასალა ძველად, წიგნის გავრცელების გზები ადრე (გადამწერთა
სკოლები), პირველი ბეჭდური წიგნები, მსოფლიოს უდიდესი წიგნები;ნაწილი
ნაბიჯი2:  როგორ მზადდება წიგნები დღეს: მწერალი, გამომცემელი, ილუსტრატორი,
რედაქტორი, , დიზაინერი, სტამბა).
ნაბიჯი 3. მასწავლებელი შეარჩევს საშუალო საფეხურის 5 მოსწავლეს, რომლებიც ყველა მოსწავლისათვის მისაბაძნი არიან და დაავალებს, ჩაატარონ მოსწავლეებში გამოკითხვა თემაზე: „რომ არ გეზარებოდეს,რა შინაარსის წიგნს წაიკითხავდი?“
ნაბიჯი  4. ბავშვები მასწავლებლის დახმარებით ასახელებენ თანამედროვე  მწერლებსა თუ ილუსტრატორებს, ასევე გამომცემლობას,რომლებთანაც სურთ თანამშრომლობა.
(მასწავლებელი უკავშირდება თითოეულ მათგანს და აცნობს ბავშვების სურვილს.*
*
შესაძლებელია, თავად ბავშვებმა აწარმოონ მოლაპარაკება მასწავლებლის დახმარებით.)
ნაბიჯი 5.მიღებული პასუხების საფუძველზე დაადგენენ სასურველ ხუთეულს ქართველი ავტორების ნაწარმოებებიდან და ანალოგიურ ხუთეულს საზღვარგარეთის ლიტერატურიდან.ისინი ნაწარმოებთა ნუსხას შეათანხმებენ მასწავლებელთან,რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებს.
ნაბიჯი 6.შემდეგ შეარჩევენ ერთ დღეს, მაგალითად ხუთშაბათს და ერთი საათის განმავლობაში (გაკვეთილების შემდეგ) 3 მოსწავლე წაიკითხავს ხუთეულის პირველ ნაწარმოებს 20-20 წუთის განმავლობაში, დანარჩენები კი მოისმენენ.მასწავლებელი მესამე მოსწავლეს საინტერესო მომენტში აწყვეტინებს კითხვას. შემდეგ თხოვს მსმენელ მოსწავლეებს თავიანთი სიტყვებით გადმოსცენ, რა გაიგეს  და როგორგა აგრძელებენ მოსმენილს.ავტორისეულ გაგრძელებას მოსწავლეები ერთი კვირით დაელოდებიან. მომდევნო ხუთშაბათს, „ერთი წიგნის დღეზესხვა სამი მოსწავლე გააგრძელებს კითხვას.მასწავლებლის მოქმედება საინტერესო მომენტში კითხვის შეჩერების შესახებ ემსახურება მოსწავლეებში წიგნისადმი ინტერესის გაღვივებას. მოსწავლე მოიძიებს ინდივიდუალურად იმავე ნაწარმოებს და სახლში თვითონ გააგრძელებს კითხვას ან ელოდება მომავალ ხუთშაბათს.სრულიად შესაძლებელია მოსწავლემ ფანტაზიით თვითონვე მოიგონოს სიუჟეტი და დაასრულოს წიგნი თავისი წარმოდგენით.აღნიშნული ააქტივობები განუვითარებს მოზარდებს კრეატიულ აზროვნებასა დაშემოქმედებიღ უნარს.
ნაბიჯი 7. პირველი წიგნის დამთავრების შემდეგ ერთი შეხვედრა დაეთმობა წაკითხულზე მსჯელობას, შემდეგ საინტერესო ნაწყვეტიდან გააკეთებენ სცენარს, Word-ში გააკეთებენ ბუკლეტებს სპექტაკლის ანონსით, დადგამენ სპექტაკლს, რომელსაც გადაიღებენ ვიდეოკამერით თავად მოსწავლეები. ან გააკეთებენ ინტერვიუს მათ სასურველ მწერალთან ან ლიტერატურულ გმირთან.
ნაბიჯი 8. შემდეგ გადავლენ ხუთეულის მეორე წიგნის კითხვაზე. კითხვის დროს ყურადღება მიექცევა არამარტო შინაარსის გაგებას, არამედ სწორ, გამართულ, მხატვრულ კითხვას. შესაძლოა ამ მეთოდმა მოსწავლეები სხვა აქტივობამდე მიიყვანოს, როგორიცაა პოეზიის საღამო ან მხატვრული კითხვის კონკურსი.
ნაბიჯი 9.პრეზენტაცია
  გამოუვუშვებთ კედლის გაზეთს,როელშიც მოათავსებენ  შთაბეჭდილებებს  და   შეხვედრის დროს გადაღებულ სურათებს,ესეებს: „წიგნი თუ კომპიუტერი?“, „ახალგაზრდის მსოფლმხდედველობის ჩამოყალიბებაში წიგნი ასრულებს გადამწყვეტ მნიშვნელობას თუ ტელევიზია?“პროექტის მასალები განთავსდება მასწავლებლის ბლოგზე.
პროექტის  საშუალებით:
1. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ტექსტთან შემოქმედებითი  დამოკიდებულება, წიგნი ბევრად
ახლობელი და ძვირფასი გახდება მათთვის; 
2.
მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი მეტყველების კულტურა, კომუნიკაციური,
ენობრივი და შემოქმედებითი უნარები;
3.
მოსწავლეები მნიშვნელოვნად გაიმდიდრებენ ცოდნას: პროექტში მონაწილეობისას ისინი საფუძვლიანად
გაეცნობიან წიგნის შექმნის თითოეულ ეტაპს, გაიხსენებენ,
ისწავლიან და გაიაზრებენ ლიტმცოდნეობის ძირითად ცნებებს (ლიტერატურის ჟანრები,
პერსონაჟები, ნაწარმოების სტრუქტურა, ეპითეტი, შედარება და ..).

სასარგებლო სხვებისთვის: ბავშვის მიმბაძველი ბუნებიდან გამომდინარე, საბაზო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის კარგი მაგალითი იქნება უფროსი მეგობრების ქცევა.
.სამუშაო ენა:ქართული..
.პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ნოზაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mnozadze1966i@gmail.com
ბლოგის მისამართი:   intelmarinenozadzeblogspot.com

                             პროექტისრეფლექსია                                                                                               
                                                                                        შიდა ქართლი
                                               სსიპ  ხაშურის  მუნიციპლიტეტის  ხაშურის N 5  საჯარო     სკოლის 
                                     ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელი:     მარინე           ნოზაძე
                                                         N57001013678     მობ:599701493
 თემა: „ წიგნიერებისგანვითარება
მოგახსენებთ,რომ
    ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს,რომ მმოსწავლეს მოეთხოვება სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება , გადმოცე წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებები;გამოკვეთოს  პრობლემა, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; გააკრიტიკოს ან გაიზიარო ავტორის თვალსაზრისი; გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულება;მსჯელოს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
   აქედან გამომდინარე,ერთი რომ მოეთხოვებათ,ხოლო მეორეს მხრივ დღევანდელი მოსწავლე დაშორებულია წიგნთან,რის გამოც ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს .  სტანდართიდან გამომდინარე,ვიმუშავე,რატა  მიმეღწია ეფექტური კითხვის უნარი  გამომუშავებაზე, დღეს მეთად აქტუალურ თემად იქცა ის, რომ ბავშვებს წიგნის კითხვას კომპიუტერთან გართობა-თამაში ან ტელევიზორის გამუდმებული ყურება ურჩევნიათ. მასწავლებლები ხშირად აღვნიშნავთ, რომ წიგნებს არ კითხულობენ.რა არის ზოგადად წიგნიერება, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, როდის და როგორ უნდა იზრუნოთ მოსწავლეტა წიგნიერებაზე, რა ხერხებს და აქტივობებს უნდა მიმართოთ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემს მიერ გაწეული მუშაობა ,რათა მოსწავლეები დამეახლოვებინა წიგნთან. ეს საკითხი შეტანილი მქონდა ჩემს სადამრიგებლო პროგრამაში სახელწოდებით: წიგნის კვირეული“.
 მიზანი:ამაღლდეს მოზარდებში მოტივაცია და ლტოლვა წიგნისადმი, განუვითარდეთ მათ კრეატიული  და კრიტიკული  აზროვნების , კითხვის უნარი,არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.შემოქმედებითი უნარი.
 მსვლელობა:თავდაპირველად დავადგინე მოსწავლეთა ინტერესთა სფერო  თუ რა სახის ნაწარმოები დააინტერესებდათ.ამიტომ ჩავატარე გამოკითხვა: რომელი მწერლის ნაწარმოებს წაიკითხავდით?ვაკვირდებოდი როგორ მუშაობდენენ მოსწავლეები.დავადგინეთ შეთანხმებულად  კვირეულის დღე.მოსწავლეები გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს,მსჯელობდნენ,ტექსტიდან მოქონდათ არგუმენტები,იმართებოდა დისკუსია პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.იგრძნობოდა ერთმანეთის  აზრის პატივისცემა.ბოლოს აღწევდნენ კონსესუსს.დასასრულს მოხდა მათი შეფასება,როგორც ჩემს მიერ ასევე დამსწრე პედაგობების მხრიდან.მათ სამომავლოდ დაგეგმეს მოეწყოთ პოეზიის საღამო. და ბოლოს შეჯერდნენ ერთ აზრზე,რომ კითხვა განაპირობებს:მოსმენას,წერას,ლაპარაკს.
   მოსწავლეთა შემოქმედება.მოსწავლეებმა დაწერეს ესეები:წიგნი თუ კომპიუტერი?ახალგაზრდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე ტელევიზია ასრულებს გადამწყვეტ როლს თუ წიგნი?(გამოვუშვით კედლის გაზეთი)

ხელმძღვანელიმარინე ნოზაძე  ელ.ფოსტაmnozadze1966@gmail.com






Комментариев нет:

Отправить комментарий