სადამრიგებლო პროგრამა

ჩემი კლასი



როგორია ჩემი კლასი VIIკლასში 27 მოსწავლეა.11გოგონა და 16 ვაჟი,რა თქმა უნდა,ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,რაც იმაში მდგომარეობს,რომ განსხვავებული ზნე–ჩვეულებები,მისწრაფებები და სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევიან. ვცდილობდი მომეხდინა დაკვირვება და ღრმად ჩავწვდომოდი თითოეულ მოსწავლეს, გამეგო შეძლებისდაგვარად მათი ხასიათი,რა გაეხარდებოდათ და რა ეწყინებოდათ.მე მგონი, რომ ნაწილობრივ მიზანს მივაღწიე.ჯერ მხოლოდ ორი წელი მაკავშირებს ამ ბავშვებთან.არ შემიძლია მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე რომ არ მოვინახულო . ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად ვიყო. მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო,უყვართ ექსკურსიები,ერთად ყოფნა.ვცდილობ ,ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი,არამედ მათი უფროსი მეგობარი.ჩემი წვლილი შევიტანო მათ ადამიანურ ჩამოყალიბებაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий